მთავარ კონტენტზე გადასვლა
სისაური გრაინდერს
სისაური გრაინდერს

ბარისტა-კონსულტანტი

თბილისიმიმტანი, ბარმენი
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშე

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

5 საათის წინ8 ნახვა

აღწერა

"sisauri grinders" აცხადებს ვაკანსიას ბარისტა-კონსულტანტის პოზიციაზე.

გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა? ხარ ენერგიული, ღიმილიანი და პასუხისმგებლიანი?
შემოუერთდი სისაურის გუნდს და გახდი ჩვენი ყოველდღიური ყავის ისტორიის ნაწილი!
ჩვენ ვეძებთ ბარისტა-კონსულტანტს, რომელიც მომხმარებლებს არა მხოლოდ გემრიელ ყავას, არამედ სასიამოვნო გამოცდილებასაც შეუქმნის.

რას გააკეთებ?
  • იმუშავებ პოზიტიურ და ენერგიულ გუნდთან ერთად;
  • მოამზადებ სასმელებს ჩვენი სტანდარტების შესაბამისად;
  • მოემსახურები მომხმარებლებს მეგობრულად და პროფესიონალურად;
  • დაეხმარები მომხმარებელს სასურველი პროდუქტის შერჩევაში;

ვის ვეძებთ?
  • პოზიტიურ და კომუნიკაბელურ ადამიანს;
  • პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ თანამშრომელს;
  • გუნდური მუშაობის მოყვარულს;
  • ადამიანს, რომელსაც სურს განვითარება და ახალი უნარების შეძენა.
  • გამოცდილება არ არის აუცილებელი – ჩვენ გასწავლით ყველაფერს!

ეძებ პირველ სამსახურს ან ახალ შესაძლებლობას? ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შენი ენერგია, ღიმილი და სურვილი განვითარების.

რას გთავაზობთ?
  • ანაზღაურებადი სტაჟირება – 650 ლარი;
  • ბარისტა-კონსულტანტის ანაზღაურება – 900 ლარი;
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
  • პროფესიული ტრენინგები და განვითარების შესაძლებლობა;
  • FitPass-ის პროგრამა;
  • სამუშაო დღის განმავლობაში უფასო სასმელი შერჩეული ასორტიმენტიდან;
  • გუნდური, გასართობი და განმავითარებელი აქტივობები;
  • მეგობრული და სასიამოვნო სამუშაო გარემო.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე : +995 555901398
ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე: [email protected]

მოთხოვნები

ენები: ქართული

მსგავსი ვაკანსიები