მთავარ კონტენტზე გადასვლა
Viceversa
Viceversa

ბარისტა/ბარისტას დამხმარე

თბილისიმიმტანი, ბარმენი
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშე

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

8 საათის წინ8 ნახვა

აღწერა

VICEVERSA აცხადებს ვაკანსიას ბარისტა / ბარისტას დამხმარეს პოზიციაზე.

მდებარეობა: ვაკე, აბაშიძის 29
ცვლები: 08:30–15:30 / 15:30–22:00
ანაზღაურება ბარისტა საათობრივი: საშუალოდ 1000–1200 ₾ (გამოცდილებისა და პოზიციის მიხედვით)
ანაზღაურება ბარისტას დამმხმარე საათობრივი: საშუალოდ 700–900 ₾

მხოლოდ სერიოზული კანდიდატებისთვის.

ბარისტობა ≠ ღილაკზე დაჭერა
ბარისტობა = შედეგის კონტროლი (დრო, წონა, გემო)

VICEVERSA-ში ვმუშაობთ Specialty Coffee Association (SCA)-ის სტანდარტებით, სადაც მთავარი პრიორიტეტია ყოველდღიურად სტაბილური და გამეორებადი შედეგის მიღება.

ვასწავლით — მაგრამ მხოლოდ მათ, ვისაც ნამდვილად სურს სწავლა და პროფესიული განვითარება. ტრენინგი სრულად პრაქტიკულია და ყოველდღიურ სამუშაო პროცესშია ინტეგრირებული.

ვეძებთ
  • ბარისტას — გამოცდილ ან მოტივირებულ კანდიდატს, რომელიც მზად არის ხარისხიან შედეგზე იმუშაოს.
  • ბარისტას დამხმარეს — კანდიდატს, რომელსაც სურს პროფესიის შესწავლა და ეტაპობრივად ბარისტად განვითარება.

რას ისწავლი ჩვენთან
  • პროცესის გაგებას და არა მხოლოდ რეცეპტის გამეორებას
  • ესპრესოს ექსტრაქციის კონტროლს (დრო • წონა • ბალანსი)
  • გემოს ყოველდღიურ სტაბილურობას
  • უკუკავშირის მიღებას და მუდმივ განვითარებას

ბარისტას მოვალეობები
  • ცხელი და ცივი სასმელების მომზადება SCA სტანდარტების მიხედვით
  • მომხმარებელთან პროფესიონალური კომუნიკაცია
  • შეკვეთების მიღება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა
  • სალაროსთან მუშაობა და ბალანსის კონტროლი
  • სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა
  • მარაგების კონტროლი და დროული შევსება
  • აღჭურვილობის ყოველდღიური მოვლა
  • მენიუსა და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა

ბარისტას დამხმარის მოვალეობები
  • ბარისტის დახმარება ყოველდღიურ სამუშაო პროცესში
  • სამუშაო სივრცისა და აღჭურვილობის სისუფთავის უზრუნველყოფა
  • მარაგების შევსება და პროდუქციის მომზადება
  • მომხმარებლის მომსახურებაში მხარდაჭერა
  • ეტაპობრივად ბარისტის უნარების პრაქტიკული შესწავლა

რას ველოდებით
  • სწავლის რეალურ სურვილს
  • დისციპლინასა და სიზუსტეს
  • დეტალებზე ყურადღებას
  • პიკის საათებში სტაბილურ მუშაობას
  • პასუხისმგებლობას საკუთარ შედეგზე

თუ ეს შენთვის არ არის
თუ ყავა მხოლოდ სამუშაოა და არ გაინტერესებს მისი სიღრმისეულად შესწავლა — გთხოვ, CV არ გამოგზავნო.
თუ მზად ხარ ისწავლო, განვითარდე და გახდე ძლიერი ბარისტა — გელოდებით ჩვენს გუნდში.

CV/რეზიუმე: [email protected]
Viber / WhatsApp: +995 597 09 66 60 / +995 595 28 68 68

მოთხოვნები

ენები: ინგლისური, რუსული

მსგავსი ვაკანსიები