ACCOR არის ფრანგული საერთაშორისო ჯგუფი 53 წლიანი ისტორიით, რომელიც აერთიანებს 45-მდე ბრენდს. ჩვენ ვართ ლიდერები მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მისწრაფება - სტუმართმოყვარეობა. აკორის ჯგუფი მოიცავს 5400-ზე მეტ სასტუმროს მსოფლიოს 110 ქვეყანაში.
ACCOR -ის ჯგუფის წევრი სასტუმრო „Swissotel Tbilisi” აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე აზიურ ბარ-რესტორან "ატმოსფეროში".
ძირითადი მოვალეობები:
- სასმელების მენიუს ზედმიწევნით ცოდნა;
- სტუმრისგან შეკვეთის მიღება და მომსახურება;
- სტუმართან კომუნიკაცია, მათთვის სასიამოვნო და პოზიტიური გარემოს შექმნა;
- პროგრამა „Micros”-ში მუშაობა, შეკვეთების ასახვა და ანგარიშის მომზადება;
ძირითადი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია Hospitality სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ქართული და ინგლისური ენების ფლობა აუცილებელია. დამატებითი უცხო ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა;
- კრიტიკული სიტუაციის მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
- თავაზიანობა
ჩვენ გთავაზობთ:
- კვებას
- დაზღვევას
- ტრანსპორტირებას
- საბონუსე სისტემას
- ფასდაკლებას Accor ჯგუფში შემავალ სასტუმროებზე
სამუშაო ადგილი - სასტუმრო , ,Swissôtel Tbilisi "- სოლიკო ვირსალაძის N3
„Swissôtel Tbilisi” გისურვებთ წარმატებას!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „მაქრო ტურიზმმა" საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემი გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.