მთავარ კონტენტზე გადასვლა
ჯისი
ჯისი

ბიზნეს განვითარების წარმომადგენელი

თბილისი
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშე
₾1 700 - ₾3 100 / თვე

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

3 საათის წინ61 ნახვა

აღწერა

საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია B2B -ის მიმართულებით შპს "ჯისი", რომელიც ახორციელებს ცნობილი კომპანიების (KIMBERLEY CLARCK PROFESSIONAL, ECOLAB ,VIKAN, UNILEVER PROFESSIONAL,) პროდუქციის იმპორტს და რეალიზაციას საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში ბიზნეს განვითარების წარმომადგენლის თანამდებობაზე.

KIMBERLEY CLARCK PROFESSIONAL - ამერიკული მწარმოებელი კომპანია, რომელიც აწარმოებს პროდუქციას (სისუფთავე სახლს გარეთ). ერთჯერადი საწმენდი და ჰიგიენური საშუალებები (ორგანიზაციებსითვის, სასტუმროებისთვის, რესტორნები-კაფეებისთვის და სამრეწველო ობიექტებისთვის)

ECOLAB- ამერიკული მწარმოებელი კომპანია, რომელიც აწარმოებს სადეზინფექციო და სისუფთავის დაცვის საშუალებებს, რომელიც გამოიყენება სხადსახვა მრეწველობის დარგებში , როგორიცაა ( რესტორნები , წარმოებები, სასტუმროები და სხადასხვა ).

UNILEVER PROFESSIONAL- - ბრიტანული მწარმოებელი კომპანია, რომელიც აწარმოებს თავის მოვლის და დაცვის საშუელბებს . კომპანია წარმოდგენილია საქართველოში ცნობილი ბრენდით „ DOVE“ რომელიც გამოიყენება სხადსახვა მრეწველობის დარგებში , სასტუმროებში, ორგანიზაციებში, რესტორნებში და სხვა.

კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:
  • სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
  • ჯამურ ანაზღაურებას -1700 -3100 ლარამდე
  • ფიქსირებული ხელფასი -1700 ლარი
  • გამომუშავებას პროდუქციის რეალიზაციიდან და სამოტივაციო ბონუსი -1400 ლარი
  • საწვავით უზრუნველყოფა
  • ჯანმრთელობის დაზღვევა

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • გამოცდილება B2B ბიზნესში ჩაითვლება როგორც უპირატესობა
  • ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • მართვის მოწმობა B კატეგორია

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • შრომისმოყვარეობა
  • კომუნიკაბელურობა
  • წინააღმდეგობების გადალახვის უნარი
  • დარწმუნების უნარი
  • მიზანდასხულობა
  • ურთიერთობის დამყარების უნარი
  • ახალი ობიექტების ათვისების უნარი
  • პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
  • დოკუმენტებთან მუშაობის უნარი

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის არსებულ კლიენტებთან რეგულარული კომუნიკაციის და ვიზიტების განხორციელება.
  • ყველა მსხვილი თუ მცირე ბიზნეს ოპერატორებთან მოლაპარაკებების წარმართვა (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, სხვადასხვა ორგანიზაციები, ოფისები, საწარმოები და სხვა.)
  • ახალი კლიენტების მოძიება და შემდგომი განვითარება.
  • ყოველდღიური დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი და მისი დროულად, ვადებში დაფარვა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

შენიშვნა: სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი. „ ქ. ბათუმში, თბილისის რეგიონის ტერიტორიის განვითარების წარმომადგენლის თანამდებობაზე“.

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს ჯისი საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „ჯისი“-ს ადამიანური რესურსების სამსახური;
მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
მონაცემთა გადატანის უფლება;
ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
თანხმობის გამოხმობის უფლება;
გასაჩივრების უფლება’
შპს „ჯისი“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."

მოთხოვნები

ენები: ქართული

მსგავსი ვაკანსიები