მთავარ კონტენტზე გადასვლა

ბიზნესის განვითარებისა და პარტნიორობის მენეჯერი

თბილისიგაყიდვები, მარკეტინგი
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშე

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

10 საათის წინ4 ნახვა

აღწერა

ვეძებთ აქტიურ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც დაგვეხმარება სტარტაპების გაყიდვებისა და პარტნიორული ქსელის განვითარებაში. წინასწარი გამოცდილება სავალდებულო არ არის. შერჩეულ კანდიდატს შევასწავლით სამუშაო პროცესს, პროდუქტის წარდგენას, პარტნიორებთან კომუნიკაციას, გაყიდვების პროცესსა და მოლაპარაკებების ძირითად პრინციპებს.

ეს პოზიცია განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც მოსწონს დინამიური, ახალგაზრდული გარემო, ახალი ადამიანებისა და კომპანიების გაცნობა, მოლაპარაკებების წარმოება და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების შექმნა.

რას გააკეთებ ჩვენთან?
* მოიძიებ პოტენციურ პარტნიორებსა და კორპორაციულ კლიენტებს
* წარადგენ სტარტაპების პროდუქტებსა და შეთავაზებებს
* დაგეგმავ და ჩაატარებ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
* აწარმოებ მოლაპარაკებებს თანამშრომლობისა და გაყიდვების მიმართულებით
* მოამზადებ პარტნიორებისთვის ინდივიდუალურ შეთავაზებებს
* მართავ პოტენციური პარტნიორებისა და კლიენტების ბაზას და გაუწევ follow-up-ს მიმდინარე კომუნიკაციებს
* ჩაერთვები გაყიდვების სტრატეგიისა და სხვადასხვა კამპანიის დაგეგმვაში

ვის ვეძებთ?
ადამიანს, რომელიც:
* თავისუფლად და თავდაჯერებულად ურთიერთობს სხვადასხვა ტიპის ადამიანთან
* არ ერიდება ახალი კონტაქტების მოძიებასა და პირველი კომუნიკაციის ინიციირებას
* შეუძლია პროდუქტის ღირებულების მარტივად და დამაჯერებლად ახსნა
* აქვს მოლაპარაკებისა და ურთიერთობების ჩამოყალიბების კარგი უნარი
* არის ინიციატივიანი, დამოუკიდებელი და შედეგზე ორიენტირებული
* ინტერესდება ტექნოლოგიებით, სტარტაპებითა და ახალი პროდუქტებით

რას გთავაზობთ?
* შესაძლებლობას, იმუშაო რეალურ და მზარდ ტექნოლოგიურ პროდუქტებზე
* ახალგაზრდულ და მოქნილ სტარტაპ გარემოს
* უშუალო კომუნიკაციას პროდუქტების დამფუძნებლებთან
* შესაძლებლობას, შენი იდეები რეალურად დანერგო და გავლენა მოახდინო გაყიდვების მიმართულების განვითარებაზე
* პროფესიული ზრდისა და სამომავლოდ უფრო დიდი პასუხისმგებლობის აღების შესაძლებლობას

სამუშაო ფორმატი
პოზიცია არის ჰიბრიდული. სამუშაო ფორმატი მაქსიმალურად მოერგება შერჩეული კანდიდატის შესაძლებლობებსა და სამუშაო სტილს. მისამართი:

ანაზღაურება
პირველი 2 თვის განმავლობაში ანაზღაურება იქნება შედეგზე დაფუძნებული და დამოკიდებული მოზიდულ გაყიდვებსა და პარტნიორობებზე.
წარმატებული თანამშრომლობისა და შედეგების შემთხვევაში, 2 თვის შემდეგ შესაძლებელია გადასვლა მოდელზე - ფიქსირებული ხელფასი + შედეგზე დამოკიდებული ბონუსი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია ბმულზე: https://forms.gle/JDJSYCCT245CpBiXA 

მსგავსი ვაკანსიები