მთავარ კონტენტზე გადასვლა
აუდიტორული კომპანია TaxInfo
აუდიტორული კომპანია TaxInfo

დამწყები აუდიტორი

თბილისიბუღალტერია, ფინანსები
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშე

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

1 საათის წინ37 ნახვა

აღწერა

ბიზნეს საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანია - TaxInfo აცხადებს ვაკანსიას დამწყების აუდიტორის პოზიციის დასაკავებლად. სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N12, King David-ის ბიზნეს ცენტრი მე-9 სართული.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით (დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ჩათვლით);
  • ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა;
  • საოფისე პროგრამა Excel-ის სრულყოფილი ცოდნა;
დამატებითი მოთხოვნები (პრიორიტეტულობის მიხედვით):
  • ფინანსური/ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
  • საგადასახადო აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
  • Rs.ge - იზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია არანაკლებ 1 წლისა - არა სავალდებულო მოთხოვნა);
  • ერთ-ერთი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის ცოდნა;
  • ფასს სტანდარტების ცოდნა (არასავალდებულო მოთხოვნა);
  • ინგლისური ენის ცოდნა (არა სავალდებულო მოთხოვნა);
  • რუსული ენის ცოდნა (არა სავალდებულო მოთხოვნა).
მოვალეობები:
  • ბუღალტრული/ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება მცირე ან/და საშუალო ზომის კომპანიებში;
  • საგადასახადო-აღრიცხვა ანგარიშგება: საგადასახადო დეკლარაციების და სხვა სავალდებულო ინფორმაციის წარდგენა;
  • მცირე ან/და საშუალო ზომის კომპანიების აღრიცხვა-ანგარიშგების საგადასახადო/ფინანსური აუდიტი.
ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული ზრდის უნიკალურ შანსს: დროის მცირე პერიოდში მოახდინოთ ერთდროულად ფინანსურ და საგადასახადო აღრიცხვა ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში საფუძვლიანი ცოდნა-გამოცდილების დაგროვება;
  • საუკეთესო სამუშაო პირობებს;
  • უფასო ტრეინინგებს საგადასახადო კანონმდებლობაში;
დეტალური ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ:
  • ვაკანსიის დასახელება: დამწყები აუდიტორის პოზიცია.
  • სამუშაოს ტიპი: სრული;
  • სამუშაო ანაზღაურება: 2 000-2 500 ლარი კვალიფიკაციიდან გამომდინარე (net, გადასახადების გარეშე)
  • სამუშაო საათები: 10:00 – 19:00, ორშაბათი-ხუთშაბათი,
  • 10:00 – 17:00, პარასკევი (სამუშაო საათები შეიძლება არაარსებითად კორექტირდეს აპლიკანტის მოთხოვნისამებრ);
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N12, King David-ის ბიზნეს ცენტრი მე-9 სართული.
შერჩევის პროცედურა:
  • 1 ეტაპი: რეზიუმეს განხილვა და ტესტირებაზე დასაბარებელ კანდიდატთა შერჩევა;
  • 2 ეტაპი: შეჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება და ტესტირება ბუღალტრულ აღრიცხვაში;
  • 3 ეტაპი: ფინალური გასაუბრება
დაინტერესებულ კანდიდატებს, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
პერსონალურ მონაცემთა დაცვა:
პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს „ქართული ბიზნეს კონსალტინგ ჯგუფის“ (ს/ნ 404379203) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების სრული დაცვით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

მოთხოვნები

ენები: ქართული

მსგავსი ვაკანსიები