მთავარ კონტენტზე გადასვლა
ბეტა ჰოლდინგი
ბეტა ჰოლდინგი

დანადგარის ოპერატორი

ბათუმი
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშე
₾1 300-დან / თვე

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

5 საათის წინ19 ნახვა

აღწერა

2008 წლიდან ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაში დამკვიდრებული „ბეტა ჰოლდინგი“ მრავალპროფილური და დინამიკურად განვითარებადი ორგანიზაციაა. ჰოლდინგი აერთიანებს სამ შვილობილ კომპანიას — „ბეტა ივენთი“, „ბეტა პრინტი“ და „ბეტა მატერიალსი“ — რომლებიც მომხმარებელს სრულ სარეკლამო-პოლიგრაფიულ სერვისებს, მასშტაბური ღონისძიებებისთვის საჭირო უახლეს პროფესიონალურ ტექნიკასა და ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს სთავაზობენ.

ჩვენი მთავარი ღირებულება ხარისხი, მრავალფეროვნება და პროფესიონალიზმია. ჰოლდინგი მუდმივად ორიენტირებულია განვითარებაზე, ქმნის სტაბილურ და მრავალფუნქციურ სამუშაო გარემოს და ეძებს თავისი საქმის პროფესიონალებს, ვისთან ერთადაც კიდევ უფრო მასშტაბურ წარმატებებს მიაღწევს.

„ბეტა პრინტი“ ეძებს დანადგარის ოპერატორს ბათუმში!

ძირითადი მოვალეობები:
  • ლაზერული დაზგის მართვა და კონტროლი
  • მასალის სწორად განთავსება და ზუსტი ჭრის უზრუნველყოფა
  • მზა პროდუქციის ხარისხის შემოწმება
  • დანადგარის ყოველდღიური მოვლა-პატრონობა და სამუშაო სივრცის წესრიგში დაცვა
  • მცირე ტექნიკური ხარვეზების დროული აღმოფხვრა

აუცილებელი მოთხოვნები:
  • ტექნიკური აზროვნება და მართვის პროგრამის სწრაფად ათვისების უნარი
  • კომპიუტერული უნარები
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ლაზერულ ან სხვა ტიპის დანადგართან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

ანაზღაურება:
  • ფიქსირებული ხელფასი: 1300 ₾ + ბონუსი
  • საშუალო ჯამური შემოსავალი: 1800 – 2000 ₾

თუ ხარ მოტივირებული, გაქვს ტექნიკური აზროვნება და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა — ეს ვაკანსია შენთვისაა!

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: [email protected]
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 599 32 42 51

მოთხოვნები

ენები: ქართული

მსგავსი ვაკანსიები