მთავარ კონტენტზე გადასვლა
Happy Pet
Happy Pet

დისტრიბუტორი( B კატეგორია)

თბილისილოჯისტიკა, საწყობი
სრული განაკვეთი1-2 წელი
₾1 300-დან / თვე

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

1 დღის წინ

აღწერა

კომპანია "ჰეფი ფეთი" (შპს "ვიტამინი") — ძაღლისა და კატის საკვებისა და აქსესუარების სადისტრიბუციო კომპანია — აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქციის მიწოდება სავაჭრო ობიექტებში, წინასწარ გაწერილი მარშრუტის მიხედვით;
  • სამუშაო დღის ბოლოს, ობიექტებიდან ამოღებული თანხების სალაროში/ბანკში შეტანა;
  • თვეში ერთხელ ან ორჯერ რეგიონებში საქონლის დისტრიბუცია;
  • სარგებლობაში მყოფი ავტომანქანის გამართულ მუშაობასა და ჰიგიენაზე ზრუნვა;
  • სალაროს აპარატსა და ზედნადებებზე მუშაობა (არცოდნის შემთხვევაში, ჩვენ შეგასწავლით).

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • მართვის მოწმობა: B კატეგორია (მექანიკა), მართვის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილებით;
  • კეთილსინდისიერება, შრომისმოყვარეობა და პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • გუნდური მუშაობის, ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00), შაბათი (10:00-14:00)
ანაზღაურება: საწყისი ხელფასი - 1300 ლარი + ბონუსი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: [email protected].

ყურადღება: ელფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

ბენეფიტები

ბონუსები:
+ბონუსი

მსგავსი ვაკანსიები