მთავარ კონტენტზე გადასვლა
ანტრე
ანტრე

ექსკლუზიური რესტორნის ჰოსთესი

თბილისი
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშე
₾1 500-დან (პერიოდი იხილეთ განცხადებაში)

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

3 საათის წინ2 ნახვა

აღწერა

საცხობების ქსელი “ანტრე”, რომელიც დღეისათვის თბილისში, ლონდონში და ბაქოში 30 კაფეტერიას აერთიანებს ახალი ტიპის ექსკლუზიურ რესტორანს ხსნის - სოლოლაკში

ანტრე აცხადებს ვაკანსიას ექსკლუზიური რესტორნის ჰოსთესის პოზიციაზე

საწყისი ანაზღაურება 1500 ლარი
განაკვეთი: 8 საათი დღეში
5 სამუშაო დღე კვირაში

ძირითადი მოვალეობები:
  • სტუმრების მიღება და განთავსება
  • სტუმრების თბილად და თავაზიანად მისალმება შესვლისთანავე
  • მაგიდების განაწილება/ჯავშნების მართვა
  • ლოდინის სიის მართვა საჭიროებისამებრ და სტუმრებისთვის სავარაუდო დროის შეტყობინება

სტუმრების მაგიდამდე გაცილება და მენიუს გადაცემა
  • ჯავშნების კოორდინაცია
  • სატელეფონო და ონლაინ ჯავშნების მიღება და ორგანიზება
  • დარბაზის განლაგების ცოდნა და მაგიდების ეფექტური განაწილება (ტევადობის, ჯგუფის ზომის მიხედვით)
  • სპეციალური მოთხოვნების აღრიცხვა (ალერგია, საზეიმო ღონისძიება, ინვალიდის ეტლით მოსარგებლე სტუმრები და ა.შ.)

კომუნიკაცია გუნდთან
  • სერვისის გუნდთან კოორდინაცია მაგიდის დატვირთვის თანაბრად გასანაწილებლად
  • სამზარეულოსა და მენეჯმენტთან კავშირი დატვირთვის პიკის დროს

სტუმრის გამომშვიდობება
  • გასვლისას მადლობის გადახდა და კვლავ მობრძანების მოწვევა
  • უკუკავშირის მიღება საჭიროებისამებრ

ადმინისტრაციული ფუნქციები
  • სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, კითხვებზე პასუხი (სამუშაო საათები, მენიუ, ლოკაცია)

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
CV;
3x4 ფოტოსურათი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

მოთხოვნები

ენები: ქართული

მსგავსი ვაკანსიები