მთავარ კონტენტზე გადასვლა
აგროსფერო
აგროსფერო

გამყიდველი

თელავიგამყიდველი, მოლარე, კონსულტანტი
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშე

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

7 საათის წინ8 ნახვა

აღწერა

კომპანია „ნობლექსი“ 2005 წლიდან მოღვაწეობს აგრობიზნესის მიმართულებით და წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში. კომპანია თბილისში, ქვემო ქართლსა და კახეთში წარმოდგენილია მაღაზიათა ქსელით „აგროსფერო“
კომპანიის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:
ვებ. გვერდზე: www.agrosphere.ge/about
ჩვენი ონლაინ მაღაზია: https://agrosphere.ge

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გამყიდველის პოზიციაზე თელავის სერვის ცენტრში.
სამუშაო ადგილი: ქ. თელავი, აღმაშენებლის გამზირი, შესახვევი II

ძირითადი მოვალეობები
  • სერვის ცენტრში არსებული პროდუქციის რეალიზაცია და მომხმარებლების მომსახურება;
  • მომხმარებლებისთვის პროდუქციის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების მიხედვით პროდუქციის შერჩევა;
  • პროდუქციის რაოდენობისა და ვადების კონტროლი;
  • საწყობისა და სავაჭრო დარბაზის მარაგების კონტროლი;
  • საწყობისა და მაღაზიის პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
  • მომხმარებლისთვის პროდუქციის მომზადება და საჭიროების შემთხვევაში დატვირთვაში დახმარება;
  • გუნდთან ეფექტური და პროდუქტიული თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • პროდუქციის ცოდნა;
  • 1C ERP პროგრამის გაყიდვების ინტერფეისის ცოდნა;
  • გაყიდვებისა და მომხმარებელთა მომსახურების ტექნიკების ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის პრინციპების ცოდნა და დაცვა.

სასურველი უნარები
  • კომუნიკაციის უნარი;
  • სამუშაო დროისა და დავალებების სწორად განაწილების უნარი;
  • პრობლემურ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო პირობები
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
სამუშაო საათები: 09:00–18:00

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებასმარტივი გამოხმაურებისღილაკის საშუალებით.

გაცნობებთ, რომ შპს „ნობლექსი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ინახება არაუმეტეს 3 თვისა. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთ.
გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნები

ენები: ქართული

მსგავსი ვაკანსიები