მთავარ კონტენტზე გადასვლა
ავეკო თრეიდი
ავეკო თრეიდი

გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

თბილისიგაყიდვები, მარკეტინგი
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშე
₾1 500-დან (პერიოდი იხილეთ განცხადებაში)

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

4 საათის წინ2 ნახვა

აღწერა

„ავეკო“ წარმოადგენს ავეჯის ონლაინ მაღაზიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის შერჩევასა და შეძენას სრულად ონლაინ, მათ შორის შიდა განვადებით, საბანკო პროცედურების გარეშე.

„ავეკო“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე:
ადგილმდებარეობა: თბილისი, ა.წერეთლის გამზირი 116, რადიუსი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00;
ანაზღაურება: ფიქსირებული 1 500 ლარი + ბონუსი.

ძირითადი პფუნქცია-მოვალეობები:
  • ონლაინ არხებში გაყიდვების პროცესების ეფექტიანი ორგანიზება, მართვა და კოორდინაცია;
  • პოტენციური მომხმარებლების მოზიდვისა და გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება;
  • ონლაინ არხებში პროდუქციის შეთავაზებისა და გაყიდვების პროცესის კოორდინაცია;
  • მომხმარებელთა საჭიროებებისა და ბაზრის მოთხოვნების ანალიზი, მათზე მორგებული პროდუქციისა და შეთავაზებების შემუშავების მიზნით;
  • ბაზრის ტენდენციებისა და მომხმარებელთა მოთხოვნების ანალიზის საფუძველზე, ორგანიზაციისთვის მოთხოვნადი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის შერჩევასთან დაკავშირებით რეკომენდაციების მომზადება;
  • ინდივიდუალური და გუნდური გაყიდვების გეგმების შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;
  • გაყიდვების შედეგებისა და ეფექტიანობის ანალიზი, შესაბამისი გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვა და მომსახურების ხარისხის მუდმივი განვითარება;
  • თანამშრომელთა საქმიანობის მონიტორინგი, გუნდის ეფექტიანი მუშაობის ხელშეწყობა და დასახული მიზნების მიღწევის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office).
  • სასურველია კლიენტთა მომსახურების პრინციპებისა და სტანდარტების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.

მოთხოვნები

ენები: ქართული

მსგავსი ვაკანსიები