მთავარ კონტენტზე გადასვლა
XS სათამაშოები
XS სათამაშოები

გაყიდვების კონსულტანტი - ბათუმი

ბათუმიგამყიდველი, მოლარე, კონსულტანტი
სრული განაკვეთი1-2 წელი

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

16 საათის წინ11 ნახვა

აღწერა

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "xs toys" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე, ბათუმში (გრანდმოლის შენობა)

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "Xs სათამაშოები" 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე აერთიანებს 6 საფირმო მაღაზიას, რომელთაგან ოთხი თბილისში, ორი კი ბათუმში მდებარეობს. კომპანია მომხმარებელს
სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი სათამაშოების მწარმოებელი კომპანიების პროდუქციას, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ბავშვისთვის.

ჩვენთან გელოდებათ:
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  •  ჯანმრთელობის დაზღვევა;
  •  და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება. ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ძირითადი მოვალეობები:
  •  მომსახურების კორპორაციული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
  •  პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა;
  •  სალარო აპარატთან მუშაობა.

ძირითადი მოთხოვნები:
  •  სასურველია სამუშაო გამოცდილება;
  •  გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
  •  საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel).

პიროვნული მახასიათებლები:
  •  კომუნიკაბელურობა;
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  გუნდური მუშაობის უნარი;
  •  პუნქტუალურობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე:  [email protected]  და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (კონსულტანტი ბათუმში). სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი ვაკანსიები