
ბებე +
გაყიდვების კონსულტანტი
გორიგაყიდვები, მარკეტინგი
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშე
₾703-დან (პერიოდი იხილეთ განცხადებაში)
დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.
3 საათის წინ9 ნახვა
აღწერა
ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელი ,,ბებე+'' აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი
ლოკაცია: გორი
თუ გიყვართ მომხმარებელთან ურთიერთობა და გსურთ სტაბილური შემოსავალი მეგობრულ გარემოში — ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა!
რას გთავაზობთ:
- 6 საათიანი სამუშაო გრაფიკი (მცოცავი), კვირაში 6 დღე
- სტუდენტებისთვის მოქნილი და მორგებული სამუშაო გრაფიკი (სასწავლო ცხრილის გათვალისწინებით)
- ანაზღაურება: 703 ლარი ფიქსირებული + ბონუსი
- მეგობრული და მხარდამჭერი გუნდი
- დაწინაურების რეალური შესაძლებლობა 6 თვეში
თქვენი ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის განლაგება და მოწესრიგება მაღაზიის სტანდარტების შესაბამისად
- მომხმარებლების პროფესიონალური მომსახურება
- პროდუქციის შეთავაზება და დეტალური კონსულტაცია
- მომხმარებლის დახმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში
ვის ვეძებთ:
- პასუხისმგებლიან და ენერგიულ კანდიდატს
- კომუნიკაბელურ და გუნდურ მოთამაშეს
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სალაპარაკო დონეზე.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:https://bebe.selfrecruit.ge/s/4fpH
მოთხოვნები
ენები: ქართული

