მთავარ კონტენტზე გადასვლა
Miniso
Miniso

გაყიდვების კონსულტანტი

თელავიგაყიდვები, მარკეტინგი
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშე

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

4 საათის წინ20 ნახვა

აღწერა

მაღაზიათა ქსელი "მინისო" მსოფლიოს 100 ქვეყანაში, 5000-ზე მეტი ფილიალითაა წარმოდგენილი და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად და წარმატებულ ბრენდად არის აღიარებული. "მინისოს" დახლები 12 კატეგორიის პროდუქციას აერთიანებს და სხვადასხვა ქვეყნის წარმოების, 10, 000-ზე მეტი დასახელების ნივთს იტევს. "მინისო ჯორჯია" საქართველოში 2016 წლის დეკემბრიდან ოპერირებს და დღეის მდგომარეობით 26 მაღაზიით არის წარმოდგენილი.

"მინისო ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე თელავის ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებლისთვის ეფექტური მომსახურების გაწევა;
  • პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა;
  • მიმდინარე აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის;
  • ფასმაჩვენებლების სიზუსტის კონტროლი;
  • პროდუქციის მიღებაში ჩართულობა;
  • თაროებზე პროდუქციის განლაგება/მოწესრიგება;

ძირითადი მოთხოვნები:
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები:
  • გუნდურობა;
  • თავაზიანობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • კომუნიკაბელურობა;

სამუშაო პირობები:
  • კვირაში 5 სამუშაო დღე; (ცვლებში)
  • მზარდი ანაზღაურების სისტემა; (საპენსიოს იხდის კომპანია)
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • საბონუსე სქემა;
  • თანამშრომლებისთვის ფასდაკლება პროდუქციაზე;

თუ თქვენ გსურთ, იმუშაოთ მეგობრულ გარემოში და გქონდეთ კარიერული ზრდის შესაძლებლობა, მაშინ გამოაგზავნეთ თქვენი CV.

წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/9CqmGc5d

მოთხოვნები

ენები: ქართული, ინგლისური

მსგავსი ვაკანსიები