მთავარ კონტენტზე გადასვლა
Bolsero
Bolsero

გაყიდვების კონსულტანტი

თბილისიგაყიდვები, მარკეტინგი
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშე
₾550 - ₾1 100 (პერიოდი იხილეთ განცხადებაში)

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

2 საათის წინ27 ნახვა

აღწერა

BOLSERO აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე

თუ დაინტერესებული ხართ მოდით, გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა და აფასებთ მაღალი ხარისხის მომსახურებას, გიწვევთ ჩვენს გუნდში.

ლოკაციები
  • Tbilisi Mall
  • City Mall Saburtalo
  • East Point

სამუშაო გრაფიკი
  • სრული განაკვეთი: დღეში 8 სამუშაო საათი + 1 საათი შესვენება; კვირაში 40 სამუშაო საათი; კვირაში 5 სამუშაო დღე და 2 დასვენების დღე.
  • ნახევარი განაკვეთი: 17:30–22:00; კვირაში 5–6 სამუშაო დღე.

ანაზღაურება
  • სრული განაკვეთი: 1100 ლარი + ბონუსი; წლიური საშუალო თვიური შემოსავალი: 1600–1700 ლარი.
  • ნახევარი განაკვეთი: 550 ლარი + ბონუსი; წლიური საშუალო თვიური შემოსავალი: 800 ლარი.

მოვალეობები
  • მომხმარებლების მომსახურება და კონსულტირება BOLSERO-ს მომსახურების სტანდარტების შესაბამისად.
  • მომხმარებლის საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი არჩევანის გაკეთებაში დახმარება.
  • გაყიდვის სრული პროცესის განხორციელება — კონსულტაციიდან გაყიდვის დასრულებამდე.
  • სავაჭრო სივრცეში პროდუქციის სწორად და ესთეტიკურად წარმოდგენის უზრუნველყოფა.
  • პროდუქციის განლაგების, მარაგებისა და სავაჭრო სივრცის მოწესრიგებული იერსახის კონტროლი.
  • კომპანიის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობა.

მოთხოვნები
  • კომუნიკაციისა და მომხმარებლებთან მუშაობის კარგი უნარები.
  • მომსახურების ან გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება სასურველია.
  • საშუალო პროფესიული, არასრული უმაღლესი ან უმაღლესი განათლება.
  • რუსული და ინგლისური ენების სულ მცირე საბაზისო ცოდნა.
  • კეთილგანწყობილი, ინიციატივიანი და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა.
  • გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ
  • კონკურენტულ ანაზღაურებას და საბონუსე სისტემას.
  • პროფესიულ ტრენინგებსა და უწყვეტ განვითარებას.
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
  • სტაბილურ და გრძელვადიან სამუშაოს.
  • მხარდამჭერ და პროფესიონალურ გუნდურ გარემოს.
  • მოდის და აქსესუარების სფეროში მუშაობას.
  • აქტიური გაყიდვების თვეებში მაღალი ბონუსების მიღების შესაძლებლობას.
  • თამაშებსა და კონკურსებში მონაწილეობით დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას.
  • კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე.
  • უფასო ყავასა და ჩაის.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.

მოთხოვნები

ენები: ქართული, ინგლისური, რუსული

მსგავსი ვაკანსიები