თუ ხართ კომუნიკაბელური, აქტიური და მიზანდასახული, რომელსაც სიამოვნებას ანიჭებს გამოწვევებთან გამკლავება და მაღალი შედეგების მიღწევა, გთავაზობთ შემოუერთდეთ შპს „ქარვეი იმპორტი“-ს გუნდს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
შპს „ქარვეი იმპორტი “ წარმოადგენს ავტო იმპორტიორ კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია მაღალხარისხიან სერვისის წარმოებასა და მომხარებლების კმაყოფილების უზრუნველყოფაზე საქართველოში.
მოვალეობები:
• პოტენციურ მომხარებლებთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების ზუსტად გარკვევა;
• ავტომობილების იმპორტის შესახებ ინფორმაციის მომხმარებლებისთვის მიწოდება და შეთავაზება;
• გაყიდვების სრული პროცესის ორგანიზება და ადმინისტრირება;
• თანამშრომლობა პარტნიორებთან და ბაზრის კვლევა.