
ჯიაიჯი ჰოლდინგი
გაყიდვების მენეჯერი
თბილისიგაყიდვები, მარკეტინგი
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშე
დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.
7 საათის წინ4 ნახვა
აღწერა
შპს “ტიფლის სითი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
პოზიციის მიზანი:
პოზიციის მიზანი:
- კომპანიის უძრავი ქონების განვითარების, გაქირავება-რეალიზაციის პროცესის მართვა და აქტიური გაყიდვების გზით პორტფელის მაქსიმალური დატვირთულობის უზრუნველყოფა.
- კომპანიის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების განვითარების გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
- კომპანიის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების საბაზრო პოტენციალის შესწავლა: თითოეული ტიპის გასაქირავებელი და გასაყიდი ფართისთვის პოტენციურ კლიენტთა სეგმენტის იდენტიფიცირება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, კომპანიის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება და უპირატესობების არგუმენტირება;
- კომერციული, სასაწყობე და სამაცივრე ფართების, ოფისებისა და კომპანიის მფლობელობაში არსებული სხვა პროდუქტების გაქირავება-რეალიზაცია. კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება და კომპანიისთვის მაქსიმალურად მომგებიანი ბიზნეს-წინადადების მიღება;
- გაყიდვების გეგმის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება და გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
- უძრავი ქონების გაქირავებისა და გაყიდვის პოტენციური კლიენტების სიის ჩამოყალიბება, მათი მოთხოვნების შესწავლა და მათ ინტერესებზე მორგებული წინადებების მომზადება. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი საპრეზენტაციო მასალის მომზადება-განახლება;
- პოტენციური კლიენტების მოზიდვის მიზნით აქტიური გაყიდვების წარმოება. განსხვავებული გაყიდვების მეთოდების გამოყენების უზრუნველყოფა: სატელეფონო გაყიდვები, ინტერნეტ გაყიდვები, კლიენტებთან ვიზიტი, პრეზენტაციების ჩატარება და ა.შ.;
- არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან აქტიური ურთიერთობა და მათთან კომპანიის პროდუქტების მუდმივი რეკლამირება-პოპულარიზაცია;
- მომხმარებელთა მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება;
- კლიენტების მუდმივი ინფორმირება კომპანიის ახალი პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ;
- გაქირავებისა და გაყიდვების შედეგების ანალიზი. გაყიდვების ალტერნატიული არხების განვითარება და გაყიდვების გაუმჯობესების მიზნით კონკრეტული გეგმების შემუშავება;
- კონკურენტების პერიოდული შესწავლა ცალკეული სეგმენტების მიხედვით და ინფორმაციის მოძიება. ფასების/სერვისების კვლევა და მენეჯმენტთან რეპორტინგი;
- პერიოდული რეპორტინგის წარმოება ფართების, ათვისების (Occupancy), ვაკანტურობის, იჯარის ხელშეკრულებების ვადების, გადახდების გრაფიკებისა და ტექნიკური მოთხოვნების ყოველდღიური, ყოველთვიური და კვარტალური რეპორტების წარმოება-ანალიზი;
- საჭიროებისამებრ მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა. კომპანიის ვებ-გვერდის, სოციალური ქსელის მართვა და ინფორმაციის განახლება;
- ხელშეკრულების მომზადების პროცესში ჩართულობა, ხელშეკრულების პირობების მონიტორინგი;
- კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება - უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, უძრავი ქონების მენეჯმენტის ან დეველოპმენტის მიმართულებით;
- გამოცდილება - უძრავი ქონების რეალიზაციის, გაქირავების ან კომერციული ფართების მართვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B2 დონეზე;
- MS Office სტანდარტული პროგრამების კარგად ცოდნა, განსაკუთრებით (Excel, Word, PowerPoint).
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ეფექტური მოლაპარაკებისა და კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდთან ეფექტურად მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
- სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30-18:30, ერთ საათიანი შესვენება;
- მდებარეობა: თბილისი, პეკინის გამზირი #34.
- ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, ფიტნეს დარბაზის ულიმიტო აბონიმენტი, მობილურის ლიმიტი.
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 16.10.2026
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს „ჯიაიჯი ჰოლდინგი“ (ს/კ: 404927610) (შემდგომში „კომპანია“) მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;
გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა დაგვიკავშირდეთ კომპანიის ცხელ ხაზზე.
კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა დაგვიკავშირდეთ კომპანიის ცხელ ხაზზე.
კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნები
ენები: ინგლისური, რუსული, ქართული
მსგავსი ვაკანსიები



₾1 500-დან

