p
A new coworking community for professional day traders is opening in Tbilisi[email protected] · თბილისიგაყიდვების მენეჯერი
თბილისიგაყიდვები, მარკეტინგი
სტაჟირებაგამოცდილების გარეშესასწრაფო
₾3 500 - ₾8 000 / თვე
დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.
11 საათის წინ11 ნახვა
აღწერა
ვაკანსია — გაყიდვების ოპერატორი
ვეძებთ კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანებს გაყიდვების გუნდში სამუშაოდ.
რას გააკეთებ:
* შემომავალი მომხმარებლების ზარების მიღებას;
* მომხმარებლის საჭიროებების გარკვევას და შესაბამისი შეთავაზების წარდგენას;
* პროდუქტის შესახებ ინფორმაციის სწორად მიწოდებას;
* შეკვეთების გაფორმებას და მონაცემების CRM სისტემაში დაფიქსირებას;
* მომხმარებელთან შემდგომ კომუნიკაციას საჭიროების შემთხვევაში;
* გაყიდვების დაგეგმილი მაჩვენებლების შესრულებაზე მუშაობას.
ჩვენი შეთავაზება:
* ფიქსირებული ანაზღაურება — 700 ლარიდან + ბონუსური სისტემა 2000 ლარიდან 6000 ლარამდე.
* გამოცდილებისა და შედეგების მიხედვით შემოსავლის გაზრდის შესაძლებლობა;
* სტაბილური და გრძელვადიანი სამუშაო;
* პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
* სამუშაო პროცესისთვის საჭირო ტრენინგი და მხარდაჭერა;
* კომფორტული სამუშაო გარემო.
სამუშაო გრაფიკი:
* 5/2 — 8-საათიანი სამუშაო დღე;
* ასევე შესაძლებელია 2/2 გრაფიკი — 10-საათიანი სამუშაო დღე.
ვის ვეძებთ:
* ადამიანს, რომელსაც შეუძლია მომხმარებელთან თავისუფალი და ეფექტური კომუნიკაცია;
* პასუხისმგებლიან და პუნქტუალურ თანამშრომელს;
* მიზანდასახულ ადამიანს, რომელსაც გაყიდვების სფეროში განვითარება სურს;
* მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა აუცილებელი პირობა არ არის;
* ქართული ენის კარგი ცოდნა აუცილებელია.
თუ დაინტერესებული ხარ, გამოგვიგზავნე შენი CV ელფოსტაზე:
წერილის სათაურში მიუთითე სასურველი პოზიცია.



