მთავარ კონტენტზე გადასვლა
კასატრეიდი
კასატრეიდი

გაყიდვების მენეჯერი

სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშეთბილისი
8 საათის წინ31 ნახვა

აღწერა

კომპანია კასატრეიდი წამყვანი კომპანია საქართველოში GPS მონიტორინგის, პარკინგის მართვისა და გადახდის სისტემებში.

"კასა ტრეიდში" ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს და მისი ფუნქციები იქნება:
  • მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა;
  • სატელეფონო ზარების განხორციელება გაყიდვის მიზნით;
  • პოტენციური კლიენტის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, შეხვედრების დაგეგმვა;
  • მომხმარებლებისთვის პრეზენტაციების ორგანიზება;
  • პირადი პორტფელის ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება;
  • მომხმარებელთა ბაზის მუდმივი განახლება და CRM პროგრამაში აღრიცხვა;
  • გაყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
  • გაყიდვებთან დაკავშირებულ, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება IT კომპანიებში გაყიდვების მიმართულებით;
  • აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია გამოაგზავნო შემდეგ მისამართზე: [email protected]
P.S გთხოვთ აუცილებლად მიუთითოთ „subject”-ში “გაყიდვების მენეჯერი”

მოთხოვნები

ენები: ინგლისური

განაცხადის გაგზავნა

გააგზავნე შენი CV პირდაპირ დამსაქმებელთან.

მსგავსი ვაკანსიები