მთავარ კონტენტზე გადასვლა
თიჯი ლოჯისტიკს
თიჯი ლოჯისტიკს

ღამის ცვლის ლოჯისტიკის ოპერაციების სპეციალისტი

თბილისი
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშე

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

2 საათის წინ20 ნახვა

აღწერა

თიჯი ლოჯისტიკს აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლაში ლოჯისტიკის ოპერაციების სპეციალისტის პოზიციაზე

სამუშაო გრაფიკი: ყოველ მეორე დღეს, თვეში 15 დღე. 01:00 AM - 09:00 AM
ანაზღაურება: $600 ექვივალენტი ლარში

ძირითადი მოვალეობები:
  • აშშ-ის ტერიტორიაზე კომპანიის ტვირთების გადაზიდვის პროცესების მონიტორინგი
  • გადამზიდავი მძღოლებისა და მათი სატრანსპორტო საშუალებების მხარდაჭერა
  • პარტნიორ კომპანიებთან და ტვირთების დამკვეთებთან კომუნიკაცია საჭიროებისამებრ
  • საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და მიწოდება მძღოლებისთვის, ან პარტნიორებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე; კანდიდატმა უნდა შეძლოს ინგლისურ ენაზე თავისუფლად საუბარი.
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, სასურველია იმეილებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება სავალდებულო არ არის.

სასურველი პიროვნული უნარები:
  • კარგი კომუნიკაციის უნარი და ორგანიზებულობა;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური და კრეატიული აზროვნება.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ზრდად ანაზღაურებას;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.
  • ყველაზე სწრაფად მზარდი და განვითარებადი კარიერული სფეროს გამოცდილებას და ტრენინგებს.
  • მოქნილ საბონუსე სისტემას

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: [email protected]
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ლოჯისტიკის ოპერაციების სპეციალისტი

მოთხოვნები

ენები: ინგლისური

მსგავსი ვაკანსიები