
BlueTabla
იმპორტ-ექსპორტის მენეჯერი
თბილისიმენეჯმენტი
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშე
დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.
1 საათის წინ53 ნახვა
აღწერა
ბლუტაბლა აცხადებს ვაკანსიას იმპორტ-ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ბლუტაბლა არის კერამიკისა და ტექსტილის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის ქართული დიზაინის სახლის ნივთებსა და აქსესუარებს.
ჩვენი პროდუქციის დასათვალიერებლად ეწვიეთ ვებგვერდს: www.bluetabla.ge
სამუშაოს აღწერა:
- უცხოელი მომწოდებლების მოძიება, შეფასება და შერჩევა;
- მომწოდებლებთან ფასებსა და თანამშრომლობის პირობებზე მოლაპარაკება;
- შეკვეთების განთავსება და მათი სტატუსის, მიწოდების ვადებისა და ჩამოსვლის პროცესის კონტროლი;
- ავანსებისა და გადახდის გრაფიკის მართვა ფინანსურ გუნდთან კოორდინაციით;
- ექსპორტის ოპერაციების წარმართვა — შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და გადაზიდვების ორგანიზება;
- საერთაშორისო გადაზიდვების დაგეგმვა და გადამზიდავ კომპანიებთან თანამშრომლობა;
- განბაჟების პროცესის წარმართვა საბაჟო ბროკერთან კოორდინაციით.
მოთხოვნები:
- იმპორტის, ექსპორტის ან საერთაშორისო ლოჯისტიკის მიმართულებით მინიმუმ 2–3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა, როგორც საქმიანი მიმოწერის, ისე მოლაპარაკებების დონეზე;
- Microsoft Excel-ის კარგად ფლობა;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და ახალი პროცესების აწყობის უნარი;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
ანაზღაურება და პირობები:
- კონკურენტული ანაზღაურება;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- შედეგზე ორიენტირებული, მეგობრული და პროფესიული სამუშაო გარემო.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
წერილის სათაურში მიუთითეთ: „იმპორტ-ექსპორტის მენეჯერი“.
მოთხოვნები
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ინგლისური
ენები: ინგლისური
მსგავსი ვაკანსიები



ე
მზარეულიეკა · თბილისი