მთავარ კონტენტზე გადასვლა
ელემენტ კონსტრაქშენი
ელემენტ კონსტრაქშენი

ინჟინერ-კონსტრუქტორი

თბილისი
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშე

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

6 საათის წინ2 ნახვა

აღწერა

ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.
„ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი გუნდი 450-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.ec.ge

„ელემენტ კონსტრაქშენი“ აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-კონსტრუქტორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:
  • დამკვეთის მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის დეტალური შესწავლა, შეცდომების, შეუსაბამობებისა და არასაკმარისი ინფორმაციის იდენტიფიცირება.
  • საპროექტო ჯგუფთან მჭიდრო თანამშრომლობა დოკუმენტაციის დასაზუსტებლად და ხარვეზების ოპერატიულად აღმოსფხვრელად.
  • სხვადასხვა სირთულის სტრუქტურული ელემენტების დაპროექტება და ზუსტი საინჟინრო-კონსტრუქციული გათვლების წარმოება.
  • პროექტების შესაბამისობა სამშენებლო ნორმებთან და სტანდარტებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა.
  • კონსტრუქციული მოთხოვნებისა და გარემო პირობების გათვალისწინებით ოპტიმალური სამშენებლო მასალების შერჩევა.
  • საპროექტო დოკუმენტაციის შექმნა, არსებული პროექტების კორექტირება და გაუმჯობესება.
  • სამშენებლო მოედნის ადგილზე შესწავლა არსებული გარემოებებისა და შეზღუდვების შესაფასებლად.
  • პროექტის შესრულებისა და მშენებლობის პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება.
  • ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა კომპანიის კომერციულ, ტექნიკურ, საპროექტო და სამშენებლო ჯგუფებს შორის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ტექნიკური განათლება სამოქალაქო ინჟინერიის ან მშენებლობის მიმართულებით.
  • გამოცდილება ინჟინერ-კონსტრუქტორის ან შესაბამის პოზიციაზე.
  • სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების ცოდნა;
  • საპროექტო და საინჟინრო პროგრამები: AutoCAD, ArchiCAD
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

უნარ-ჩვევები:
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო პირობები:
სამუშაო განაკვეთი - სრული;
ანაზღაურების განსაზღვრა მოხდება მხარეების შეთანხმებით, დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისად;

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : [email protected] 2026 წლის 28 ნოემბრამდე;

მოთხოვნები

ენები: ინგლისური, რუსული

მსგავსი ვაკანსიები