მთავარ კონტენტზე გადასვლა
არქიტექტონი
არქიტექტონი

კონსტრუქტორი

თბილისირემონტი, მშენებლობა
სრული განაკვეთი1-2 წელი

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

1 დღის წინ4 ნახვა

აღწერა

"არქიტექტონი" აცხადებს ვაკანსიას კონსტრუქტორის პოზიციაზე.

ვეძებთ სპეციალისტს, რომელსაც აქვს მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება და შეუძლია შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული პროექტების დამოუკიდებლად მომზადება.

კომპანიის შესახებ:

"არქიტექტონი" არის არქიტექტურულ იურიდიული კომპანია, რომელიც მოღვაწეობს საქართველოში და მუშაობს არქიტექტურის, კონსტრუქციების, პროექტირების, ქალაქგეგმარების და სამშენებლო სამართლის მიმართულებით.

ჩვენს გუნდში შემავალი სპეციალისტები ქმნიან სრულფასოვან სამშენებლო დოკუმენტაციას და უზრუნველყოფენ ყველა საჭირო ნებართვის მიღებას შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისგან.

ძირითადი მოვალეობები:

  • ტექნიკური დავალების, არქიტექტურული პროექტისა და საწყისი მონაცემების ანალიზი;
  •  შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული სისტემების შერჩევა, დატვირთვების განსაზღვრა და შესაბამისი გაანგარიშებების შესრულება;
  • კონსტრუქციული პროექტების მომზადება — ნახაზების, კვანძების, ჭრილებისა და დეტალების დამუშავება AutoCAD-ში;
  •  განმარტებითი ბარათის, მასალების უწყისებისა და სპეციფიკაციების მომზადება;
  •  პროექტების მოქმედ ნორმებსა და ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  •  არქიტექტორებთან და სხვა დარგის სპეციალისტებთან კოორდინაცია;
  •  ექსპერტიზის შენიშვნების დამუშავება და პროექტში შესაბამისი ცვლილებების შეტანა;
  •  მშენებლობის პროცესში კონსტრუქციულ პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე ტექნიკური კონსულტაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის მიმართულებით;
  •  კონსტრუქტორად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • კონსტრუქციულ პროექტზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი — საწყისი მონაცემების ანალიზიდან სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებამდე;
  • კონსტრუქციული გაანგარიშების პრინციპებისა და შესაბამისი სამშენებლო ნორმების ცოდნა;
  • ნახაზების შესრულებისა და გაფორმების სტანდარტების ცოდნა;
  •  პასუხისმგებლობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და შეთანხმებული ვადების დაცვა.

მდებარეობა: ვასო გოძიაშვილის 59

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო ელფოსტით მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, ელფოსტის დანიშნულების ველში (subject line) მიუთითეთ: " კონსტრუქტორი".

პორტფოლიოს ატვირთვა სავალდებულოა.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 5 ოქტომბერი.

მსგავსი ვაკანსიები