მთავარ კონტენტზე გადასვლა
პლასტიკ ჯორჯია
პლასტიკ ჯორჯია

კონსულტანტი

თბილისიგამყიდველი, მოლარე, კონსულტანტი
სტაჟირება1-2 წელი

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

19 საათის წინ2 ნახვა

აღწერა

მომხმარებელთა კონსულტაცია ოფისში და სოციალურ ქსელებში, შეკვეთების მიღება და პროგრამაში გატარება, შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგება და გაყიდვების პროცესის ადმინისტრაციული მხარდაჭერა.  

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ CV-ფოტოსურათთან ერთად  (ფოტოსურათის გარეშე რეზიუმე არ განიხილება)


მოვალეობები:
• ოფისში მოსული მომხმარებლების დახვედრა და კონსულტაცია;

• სოციალურ ქსელებში შემოსულ შეტყობინებებზე პირველადი პასუხის გაცემა;

• მომხმარებლის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;

• შეკვეთების მიღება და დეტალების დაზუსტება;

• შეკვეთების პროგრამაში სწორად გატარება;
• შეკვეთის შესახებ ინფორმაციის შესაბამის თანამშრომლებთან გადაცემა;

• მომხმარებელთან კომუნიკაცია შეკვეთის მიმდინარეობის პროცესში.

მოთხოვნები

• მომხმარებელთან კომუნიკაციის გამოცდილება;

• სასურველია გაყიდვების ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

• საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;

• ქართულ ენაზე გამართული მეტყველება და წერითი კომუნიკაცია;

• ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

სასურველი თვისებები:
• კომუნიკაბელურობა და თავაზიანი მომსახურება;

• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

• ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;

• დეტალებზე ყურადღების გამახვილება;
•

ბენეფიტები

სამუშაო პირობები:
• სრული სამუშაო განაკვეთი;

• სამუშაო ადგილი: თბილისი;

• სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–შაბათი, 10:00–18:00;

• კვირა — დასვენების დღე;

• სტაბილური და მოწესრიგებული სამუშაო გარემო;

• პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;

• გუნდში მუშაობა და მხარდაჭერა.

მსგავსი ვაკანსიები