მთავარ კონტენტზე გადასვლა
ბეკო
ბეკო

კონსულტანტი ( ჰუალინგის სავაჭრო ცენტრში )

თბილისიგამყიდველი, მოლარე, კონსულტანტი
სტაჟირება1-2 წელი
₾1 300 - ₾2 000 (პერიოდი იხილეთ განცხადებაში)

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

22 საათის წინ

აღწერა

კომპანია „ბეკო“ საქართველოს ბაზარზე წლებია ფუნქციონირებს, ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 98 სავაჭრო წერტილს აერთიანებს.

კომპანიას გამოარჩევს: კადრების პროფესიონალიზმი, მომსახურების მაღალი დონე, ინოვაციური ტექნიკა, პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და სტრატეგია -ცვლილება უკეთესობისკენ!



კომპანია ,, ბეკო ,, აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ტექნიკის მაღაზიაში; 

ანაზღაურება: 1300 ლარი ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან 

სამუშაო განაკვეთი: სრული ( კვირაში  5 სამუშაო დღე,  ორი დღე დასვენება )

სამუშაო საათები : 10:00-18:00  და  12:00-20:00 ; 

სამუშაო ადგილი : ქ.თბილისი, ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზა , ჯ. ლეჟავას 22; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნა: 

  • პროფესიული და/ან უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით 
  • გამოცდილება გაყიდვების ( საყოფაცხოვრებო ტექნიკის და IT პროდუქციის) მიმართულებით ;

ძირითადი მოვალეობები:

  • დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა
  • პროდუქციის მოწესრიგებულად განაწილება
  • პროდუქციის ფასმაჩვენებლის პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა
  • ნივთის გაფორმება, საგარანტიო ტალონის შევსება და მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა

პიროვნული მახასიათებლები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • დისციპლინირებულობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადააგზავნოთ თქვენი CV მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected] 
შერჩეული კადრები გაივლიან ინდივიდუალურ გასაუბრებას ;

 გაცნობებთ რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (სააპლიკაციო ფორმა/ CV), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს.თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/ თანამშრომელთა მიერ. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველი პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის.
 თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (სააპლიკაციო ფორმა/ CV) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლის ვადით. 
თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]
                 ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას ზემოაღნიშნულზე.

მსგავსი ვაკანსიები