მთავარ კონტენტზე გადასვლა
ჯლს ლოჯისტიკს
ჯლს ლოჯისტიკს

ლოგისტიკის მენეჯერი

თბილისიმენეჯმენტი
სრული განაკვეთი1-2 წელი
₾1 500-დან / თვე

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

16 საათის წინ4 ნახვა

აღწერა

GLC LOGISTICS აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე : ლოგისტიკის მენეჯერი

GLC LOGISTICS წარმოადგენს მზარდ ლოგისტიკურ კომპანიას, რომელიც სპეციალიზებულია საერთაშორისო და ადგილობრივ სატრანსპორტო გადაზიდვებში. კომპანია ორიენტირებულია მაღალი ხარისხის მომსახურებაზე, ოპერაციების ეფექტურ მართვასა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარებაზე.

ძირითადი მოვალეობები
  • ტვირთებისა და ავტომობილების მოძიება, დაგეგმვა და ოპტიმალური შეხამება გადაზიდვების ორგანიზებისთვის
  • კლიენტებისთვის კონკურენტული და ინდივიდუალურად მორგებული სატრანსპორტო შეთავაზებების მომზადება
  • საერთაშორისო და ადგილობრივ ტვირთის მომწოდებლებთან აქტიური კომუნიკაცია და დატვირთვების ეფექტური კოორდინაცია
  • მოლაპარაკებების წარმოება ფასების, პირობებისა და მარშრუტების ოპტიმიზაციის მიზნით
  • ტვირთის გადაადგილების პროცესის მუდმივი მონიტორინგი და კლიენტებისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად
  • სატრანსპორტო დოკუმენტაციის სრული ციკლის მართვა (ინვოისები, კონტრაქტები, CMR, დაზღვევა და სხვა)
  • ფინანსური ოპერაციების კონტროლი (გადახდების, ჩარიცხვების და დავალიანებების მონიტორინგი)
  • არსებული კლიენტების მომსახურება და ახალი პარტნიორების მოძიება და სერვისების შეთავაზება
  • ლოგისტიკური პროცესების გაუმჯობესებაში აქტიური მონაწილეობა

მოთხოვნები
  • ლოგისტიკის ან სატრანსპორტო სფეროში მუშაობის გამოცდილება(სავალდებულოა)
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ
  • პროფესიულ ზრდასა და განვითარების შესაძლებლობას
  • მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს
  • გრძელვადიან და სტაბილურ თანამშრომლობას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი ,წყალტუბოს ქ 10
დასაქმება: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით(ფიქსირებული 1500 +ბონუსი )

ბენეფიტები

ბონუსები:
+ბონუსი

მსგავსი ვაკანსიები