მთავარ კონტენტზე გადასვლა
Midea
Midea

მაღაზიის მენეჯერის ასისტენტი

ბათუმიმენეჯმენტი
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშე
₾1 200-დან / თვე

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

3 საათის წინ19 ნახვა

აღწერა

"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.

შპს ,,ემტექნიკსი” - ბრენდი „"Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.

შპს „ემტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას „მაღაზიის მენეჯერის ასისტენტის“ პოზიციაზე ბათუმში მეტრო სითის მოლში.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • შოურუმის თანამშრომელთა მართვა, მათი სამუშაო პროცესის მართვა და გრაფიკების კონტროლი.
  • კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა; კონსულტანტებისთვის კომპანიის სტანდარტების და რეგულაციების გაცნობა; კონსულტანტების მიერ, სამუშაო პროცესში სწორი კონსულტირების მონიტორინგი და რეაგირება;
  • შოურუმის ინტერიერში წესრიგის კონტროლი;
  • შოურუმში პროდუქციის მერჩანდაიზინგის სტანდარტების მიხედვით განლაგების უზრუნველყოფა;
  • შიდა აღწერების უზრუნველყოფა, ყოველთვიური ინვენტარიზაციის პროცესის უზრუნველყოფა/კოორდინირება; ინვენტარიზაციის შედეგების ფინანსური დეპარტამენტისთვის მიწოდება;
  • კლიენტებისთვის თანხის დაბრუნების პროცესში კლიენტის დახმარება განაცხადის შევსების პროცესში და შევსებული განცხადების ფინანსური დეპარტამენტისთვის მიწოდება;
  • აქციების შესახებ ინფორმაციის სრულყოფილი დამუშავება, კონსულტანტებისთვის მიწოდება;
  • ვალდებულია სრულყოფილად ფლობდეს ინფორმაციას საშეღავათო ბარათების პროცენტული სარგებლის თაობაზე და საჭიროების შემთხვევაში მიაწოდოს მყიდველს.
  • განახორციელოს საცალო/საბითუმო/აგენტის ფასდათმობისგან განხვავებული (დაბალი) ფასით რეალიზაცია ფინანსურ დირექტორთან შეთანხმებით;
  • საწყობთან კოორდინირებული მუშაობა.
  • ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;
  • შესრულებული სამუშაოების დროს შექმნილი დოკუმენტაციის შენახვა/დაარქივება;

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე მსგავს პოზიციაზე);
  • რუსული და ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა (სასურველია);
  • საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა (სასურველია).

პიროვნული თვისებები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • თავაზიანობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი

ანაზღაურება:
  • ხელფასი: ფიქსირებული 1200 ლარი.
  • ბონუსი: 500-900 ლარი.

სამუშაო გრაფიკი:
  • კვირაში 5 სამუშაო დღე 8 სააათიანი გრაფიკით. ცვლებში 10-19 საათამდე და 13-22 საათამდე.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://midea.selfrecruit.ge/s/y2dC

მოთხოვნები

გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ენები: ქართული, ინგლისური, რუსული

მსგავსი ვაკანსიები