მთავარ კონტენტზე გადასვლა
ცენტრალ მენეჯმენტ გრუპი
ცენტრალ მენეჯმენტ გრუპი

მარკეტინგის მენეჯერი

სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშეთბილისი
₾2 000-დან / თვე
5 საათის წინ85 ნახვა

აღწერა


CMG — საინვესტიციო კომპანია, რომელიც სპეციალიზდება Tower Group-ისა და პარტნიორი დეველოპერების უძრავი ქონების პროექტების სტრატეგიულ განვითარებასა და ექსკლუზიურ გაყიდვებზე — ეძებს მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატს მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
თუ გაინტერესებთ უძრავი ქონების სფერო და გსურთ კარიერული განვითარება დინამიკურ გარემოში, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა.

ძირითადი მოვალეობები:
  • მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა;
  • სოციალური მედიის პლატფორმების მართვა და ეფექტური კონტენტის შექმნა;
  • ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი;
  • სარეკლამო და პრომო მასალების მომზადებაში ჩართულობა;
  • გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა მიმდინარე პროექტების ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო/დეველოპერულ სექტორში;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

რას გთავაზობთ:
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას სწრაფად მზარდ კომპანიაში;
  • დინამიკურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • სამუშაო გრაფიკი: 10:00 – 18:00. შაბათ-კვირასა და ოფიციალურ უქმე დღეებში დასვენება.
  • სახელფასო ანაზღაურება : 2000-3000 ლარი , სრულად დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარებზე
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.


აღნიშნული ვაკანსია აქტიურია ორ ქალაქში: თბილისსა და ბათუმში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ სვ ელ-ფოსტაზე: [email protected]

გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნები

ენები: ინგლისური

განაცხადის გაგზავნა

გააგზავნე შენი CV პირდაპირ დამსაქმებელთან.

მსგავსი ვაკანსიები