Funky Brands
მძღოლ-დისტრიბუტორი
სტაჟირება1-2 წელითბილისი
1 დღის წინ4 ნახვა
აღწერა
"Funky Brands" არის სწრაფად მზარდი სტარტაპი, რომელიც საქართველოში საერთაშორისო პრემიუმ ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელია. ჩვენი პორტფელი ამ ეტაპზე მოიცავს: "Franui", "Brite" და "Le Tribute"-ს.
პოზიცია: მძღოლ-დისტრიბუტორი, B და C კატეგორია (საკუთარი სატვირთო ავტომობილით). განიხილება მანქანის ქირაობაც მძღოლის გარეშე.
სამუშაო აღწერილობა:
საკუთარი სატვირთო ავტომობილის (-18°C მაცივარი) უსაფრთხოდ და გამართულად მართვა;
საოპერაციო განყოფილების მიერ გაფორმებული შეკვეთების მიღება, საწყობიდან რაოდენობების და გადასატვირთი პროდუქციის ხარისხობრივი მითვლით;
პროდუქციის გადაზიდვა ცენტრალური საწყობებიდან ობიექტებში და ტემპერატურული რეჟიმის (-18 გრადუსი) მკაცრი კონტროლი;
განსახორციელებელი ვიზიტების შესახებ ყოველდღიური გეგმების მიღება, გეგმების მიხედვით ვიზიტების განხორციელება და პროდუქციის დროული დარიგება ობიექტებზე, შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
ავტომანქანის სისუფთავისა და ტექნიკური გამართულობის მონიტორინგი;
დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აუცილებელია კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი სატვირთო ავტომობილი, რომელიც უზრუნველყოფს -18°C ტემპერატურულ რეჟიმს;
აუცილებელია მართვის მოწმობის B და C კატეგორიის ფლობა;
სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ანაზღაურება: საათობრივი,
სამუშაო გრაფიკი: სრული.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: [email protected], ან დაგვიკავშირდით ნომერზე


