მთავარ კონტენტზე გადასვლა
დიპლომატ ჰოლდინგი
დიპლომატ ჰოლდინგი

მერჩენდაიზერი - ბათუმი

თბილისილოჯისტიკა, საწყობი
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშესასწრაფო

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

23 საათის წინ

აღწერა

შპს „დიპლომატ ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში (კარფურის ობიექტებზე).

კომპანიის შესახებ: „დიპლომატ ჰოლდინგი“ 2002 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოს მასშტაბით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს:
diplomatholding.com.ge

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  •  კარფურის სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის საუკეთესოდ წარმოჩენა და
მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვა;
  •  პროდუქციის ვარგისიანობის ვადების მუდმივი კონტროლი;
  •  პროდუქციაზე ფასების სიზუსტისა და ფასმაჩვენებლების სწორად განთავსების უზრუნველყოფა;
  •  სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი.

სამუშაო პირობები და გრაფიკი:
  •  სამუშაო ადგილები: „კარფურის“ (Carrefour) ფილიალები ბათუმში;
  •  სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (შაბათ-კვირა დასვენება);
  •  სამუშაო საათები: 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  •  სასურველია სამუშაო გამოცდილება დისტრიბუციის სფეროში.

პიროვნული თვისებები და უნარები:
  •  კომუნიკაბელურობა და ენერგიულობა;
  •  პუნქტუალურობა და მიზანდასახულობა;
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  გუნდური მუშაობის უნარი.

როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — „მერჩენდაიზერი ბათუმი“.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 

მსგავსი ვაკანსიები