ACCOR არის ფრანგული საერთაშორისო ჯგუფი 53 წლიანი ისტორიით, რომელიც აერთიანებს 45-მდე ბრენდს. ჩვენ ვართ ლიდერები მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მისწრაფება - სტუმართმოყვარეობა. აკორის ჯგუფი მოიცავს 5400-ზე მეტ სასტუმროს მსოფლიოს 110 ქვეყანაში.
ACCOR -ის ჯგუფის წევრი სასტუმრო „Swissotel Tbilisi” აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- შეკვეთების მიღება და მათი დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
- პროგრამა „Micros”-ში მუშაობა, შეკვეთების ასახვა და ანგარიშის მომზადება;
- ჰიგიენური ნორმების მკაცრად დაცვა;
- სტუმრის კეთილგანწყობაზე ზრუნვა.
ძირითადი მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში;
- ქართული და ინგლისური ენების ფლობა აუცილებელია, დამატებითი უცხო ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა;
- კრიტიკული სიტუაციის მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
- თავაზიანობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- კვებას;
- დაზღვევას;
- საბონუსე სისტემას;
- ფასდაკლებას Accor ჯგუფში შემავალ სასტუმროებზე.
სამუშაო ადგილი - სასტუმრო, „Swissôtel Tbilisi“- სოლიკო ვირსალაძის N3
„Swissôtel Tbilisi” გისურვებთ წარმატებას!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „მაქრო ტურიზმმა" საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემი გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.