"Aroma King"-ი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
"არომა ქინგი" არის კომპანია რომელიც ეწევა ელექტრო სიგარეტების, ნიკოტინის ბალიშების, ჩილიმის თამბაქოსა და მოწევისათვის საჭირო აქსესუარების რეალიზაციას, როგორიცაა ფილტრები, გასახვევი ქაღალდები, კარტრიჯები და სხვა.
მოვალეობები:
• მომხმარებლის მომსახურება და პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
• პროდუქციის გაყიდვა და სალარო პროგრამაში სწორად გატარება;
• ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების მიღება;
• სალაროში თანხის სიზუსტისა და წესრიგის კონტროლი;
• პროდუქციის თაროებზე სწორად განთავსება და მოწესრიგება;
• ფასების და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
• პროდუქციის მარაგების ყოველდღიური კონტროლი და ნაკლებობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
• მიღებული პროდუქციის გადამოწმება და განთავსება;
• მაღაზიის სისუფთავისა და მოწესრიგებული ვიზუალის შენარჩუნება;
• Wolt/Glovo შეკვეთების მომზადება და გადაცემა;
• სამუშაო ცვლის ბოლოს სალაროს გადაბარება და ანგარიშგება;
• კომპანიის შიდა წესებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა.