ვეძებთ პასუხისმგებლიან და ენერგიულ თანამშრომელს უბნის მაღაზიაში მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. თუ გსურთ სტაბილური სამსახური თბილ გარემოში და საცხოვრებელთან ახლოს, შემოუერთდით ჩვენს გუნდს!
ფუნქცია-მოვალეობები:
• მომხმარებლის თავაზიანად და სწრაფად მომსახურება
• სალაროსთან მუშაობა (ნაღდი ფულის მიღება/ხურდის დაბრუნება, ტერმინალით სარგებლობა)
• პროდუქციის თაროებზე დალაგება და ვარგისიანობის ვადების შემოწმება
• პროდუქტებზე ფასების სწორად განთავსება
• სამუშაო სივრცეში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა
მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:
• მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია, თუმცა არა აუცილებელი (მთავარია მონდომება, დანარჩენს ადგილზე შეგასწავლით)
• სალარო აპარატთან მუშაობის საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
• პატიოსნება და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
• თავაზიანობა და მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარი
• სისწრაფე და დეტალების მიმართ ყურადღებიანობა
პირობები:
• მისამართი: გლდანი, მე-7 მიკრორაიონი
• სამუშაო გრაფიკი: სრული
• ანაზღაურება: 900-1300
დაინტერესების შემთხვევაში, დაგვირეკეთ ნომერზე: 595139835