მთავარ კონტენტზე გადასვლა
Midea
Midea

მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის კვლევის მენეჯერი

თბილისიმენეჯმენტი
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშე
₾1 150-დან (პერიოდი იხილეთ განცხადებაში)

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

1 საათის წინ5 ნახვა

აღწერა

"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.

შპს ,,ემტექნიკსი” - ბრენდი „Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.

შპს „ემტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას „მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის კვლევის მენეჯერის“- პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომსახურების მონიტორინგის - მომხმარებლის (ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ჩაბარებულ პროდუქციაზე - ტექნიკის შოურუმის, ონლაინ გაყიდვებისა და სერვისის მომხმარებლები) გამოცდილების სატელეფონო კვლევის განხორციელება წინასწარ შემუშავებული კითხვარის მიხედვით;
  • მიღებული შედეგების ინტერპრეტაცია , შუალედური და საბოლოო რეპორტების მომზადება;
  • საანგარიშო თვის ბოლოს ხელმძღვანელისათვის სრული რეპორტის წარდგენა (იხ.რეპორტის ფორმა);
  • ქოლ-ცენტრის ოპერატორების, სერვის-ცენტრის კოორდინატორების , საწყობის დისპეჩერის, მიწოდების ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის მონიტორინგის განხორციელება:
  • თითოეული ოპერატორის, კოორდინატორის, საწყობის დისპეჩერის და კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის Random 10 ზარი თვისა და დღის სხვადასხვა მონაკვეთში;
  • ონლაინ გაყიდვების სპეციალისტების Random 10 მიმოწერა თვისა და დღის სხვადასხვა მონაკვეთში;
  • ზარების შეფასება როგორც შინაარსობრივი, ასევე ტექნიკური პარამეტრების მიხედვით - ქოლ -ცენტრის ეფექტიანობისა და ხარისხის შესაფასებელი ინდიკატორების მეშვეობით. (იხ. შეფასების ფორმა);
  • მიღებული შედეგების აღრიცხვა შესაბამის ფორმაში და ხელმძღვანელისათვის წარდგენა
  • მომხმარებლის მხრიდან პრეტენზიის დაფიქსირების შემთხვევაში საკითხის მოკვლევა. ინფორმაციის შეგროვება და დეტალური ადმინისტრირება საკითხის შესახებ შესაბამის განყოფილებასთან. საბოლოო უკუკავშირის დაბრუნება მომხმარებლისათვის.

ძირითადი მოთხოვნები:
  • Excel - ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • თავაზიანობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

ანაზღაურება:
ფიქსირებული ხელფასი 1150 ლარი.

სამუშაო გრაფიკი:
კვირაში 5 სამუშაო დღე 10-დან 6 საათამდე;

სამუშაო ადგილი:
აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, ფარსადანის ქN7;


ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:https://midea.selfrecruit.ge/s/GswE

მოთხოვნები

ენები: ინგლისური, რუსული

მსგავსი ვაკანსიები