დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.
4 საათის წინ5 ნახვა
აღწერა
დეველოპერული კომპანია შპს ,,ქეფითალ სითი გრუფ ინვესთ’’-ი Ave.New -ახალი გამზირი, აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: მშენებლობის ზედამხედველი
მოვალეობები:
გაეცნოს და შეისწავლოს სამშენებლო პროექტი, უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოწოდებული სტანდარტები და სტანდარტული კვანძების მოწყობის წესები;
ობიექტზე ყოველდღიურად აკონტროლოს სამშენებლო პროცესები და შეასრულოს საზედამხედველო მოვალეობები;
აკონტროლოს სამშენებლო სამუშაოების ხარისხი და ვადები;
მუდმივად შეამოწმოს შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობა;
ობიექტზე აკონტროლოს უსაფრთხოების ნორმების დაცვა და დარღვევის შესახებ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს;
აზომოს ობიექტზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობები;
მოითხოვოს სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელი პირისგან სამშენებლო ნორმების დაცვა;
გამოავლინოს ობიექტზე სტანდარტებიდან გადახვევა, დაუდევრობით ან გამოუვალი მდგომარეობით გამოწვეული ცვლილებების არსებობა და მოახდინოს უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
მოაწეროს ხელი ფარული სამუშაოების ოქმებს;
დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს დარღვევების შესახებ, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს სამშენებლო ვადების და ღირებულების ცვლილება;
დაესწროს დაკვალვის სამუშაოებს და აკონტროლოს სამუშაო პროცესი;
სამშენებლო პროცესის მიმდინარეობისას აღმოაჩინოს და დაარეგისტრიროს დაუსრულებელი ან/და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, აცნობოს სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელ პირს და უშუალო ხელმძღვანელს;
აკონტროლოს ხარვეზის გამოსწორება და ტემპები;
ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი ტექნიკური განათლება სამშენებლო მიმართულებით;
მინიმუმ ერთი დასრულებული მრავალბინიანი პროექტის მართვის გამოცდილება;
აუცილებელია Cad (AutoCad; ArchiCad), MS Office პროგრამების ცოდნა;
სამშენებლო ნახაზების (კონსტრუქცია, არქიტექტურა, MEP) წაკითხვის უნარი;
ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
სამუშაო გამოცდილება
მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
გუნდური მუშაობის უნარი;
ორგანიზებულობა;
დეტალებზე ორიენტირების უნარი;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
დროის მართვის უნარი;
პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
მოქნილობა ცლილებების მიმართ.
გთხოვთ,დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ CV აღნიშნულ მეილზე: [email protected]