რემონტი2
მთავარი ბუღალტერი
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშეთბილისი
₾4 000 - ₾4 500 / თვე
5 საათის წინ16 ნახვა
აღწერა
შპს „რემონტი2“ აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
ფუნქციური მოთხოვნები:
- პირველადი დოკუმენტების შექმნა; კონტროლი, დაარქივება;
- საბანკო გადარიცხვების შესრულება;
- ყოველდღიური საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და ORIS პროგრამაში ასახვა;
- ფინანსური და საგადასახადო ოპერაციების წარმოება;
- ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება
- ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
- უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბუღალტერიის/ფინანსების მიმართულებით;
- ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობისა და ORIS პროგრამაში მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- საგადასახადო და ბუღალტრული აღრიცხვის მარეგულირებელი ბაზის შინაარსობრივი ცოდნა (კანონები, ინსტრუქციები, რეგულაციები, რეკომენდაციები და ა.შ.);
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
- დეტალებისადმი ყურადღება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო გრაფიკი - სრული, კვირაში 5 სამუშაო დღე.
ანაზღაურება : 4000-4500 ლარი
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე
ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლიან შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭებათ კანდიდატის სტატუსი.
მოთხოვნები
ენები: ქართული


