მთავარ კონტენტზე გადასვლა
Eurobread Georgia
Eurobread Georgia

მცხობელი / მცხობლის ასისტენტი

ბათუმიმზარეული, მცხობელი, დამხმარე
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშე

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

5 საათის წინ13 ნახვა

აღწერა

Eurobread Georgia აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მცხობელი / მცხობლის ასისტენტი

ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი გენერალ ასლან აბაშიძის 38

ძირითადი მოვალეობები:
  • ცხობის პროცესში უშუალო მონაწილეობა და ტექნოლოგიური რუკების/რეცეპტურის ზუსტი დაცვა.
  • ცომის მომზადება, დამუშავება, ფორმირება და დაყოვნება/დაფორმების პროცესის მართვა.
  • ღუმელებთან მუშაობა, გამოცხობის ტემპერატურისა და დროის რეჟიმების მკაცრი კონტროლი.
  • მზა პროდუქციის ხარისხისა და ვიზუალური იერის შემოწმება.
  • სამუშაო ადგილზე, დანადგარებსა და ინვენტართან სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უპირობო დაცვა.
  • მთავარი მცხობელის/ტექნოლოგის დავალებების დროული და ხარისხიანი შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მცხობლად მუშაობის გამოცდილება (სასურველია პურ-ფუნთუშეულის ან ცომეულის წარმოებაში).
  • ცხობის ტექნოლოგიური პროცესებისა და მოწყობილობების/ღუმელების ცოდნა.
  • ფიზიკური დატვირთვისა და ცვლაში მუშაობის უნარი.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სისუფთავის სიყვარული და გუნდური მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ:
  • სტაბილურ და კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს (ცვლები/ღამის ცვლა).
  • კომფორტულ სამუშაო გარემოსა და პროფესიულ გუნდს.
  • სწავლებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 558 77 77 00

მოთხოვნები

ენები: ქართული
მართვის მოწმობა: B

მსგავსი ვაკანსიები