„თბილღვინო“ აცხადებს ვაკანსიას მტვირთავის პოზიციაზე ჩამოსხმის, მზა პროდუქციის და დამხმარე მასალების საამქროში.
ფუნქცია-მოვალეობები:
• ჩამოსასხმელ/საწარმოო ხაზთან მუშაობა;
• დამხმარე მასალებით ხაზის მომარაგება;
• შეფუთვის მაგიდებთან მუშაობა;
• საექსპორტო და ადგილობრივი გაყიდვების საწყობში მუშაობა;
• აგრეგაციის პროცესში მონაწილეობა;
• შეკვეთების მომზადებაში მონაწილეობა.
ანაზღაურება:
• ფიქსირებული და ყოველთვიური დანამატი ჯამურად 1000-1200 ლარი (ნეტ, საკუთარი საპენსიოს ჩათვლით);
- წლიური პრემია შესრულების ხარისხიდან გამომდინარე.
სხვა პირობები:
• სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით სარაჯიშვილის #2;
• სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, I ცვლა - 08:00 – 17:00 / II ცვლა - 10:00 – 19:00. შესვენება - 1 საათი;
• კომპანია უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე ან გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე:
[email protected] და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (მტვირთავი)
CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.