მთავარ კონტენტზე გადასვლა
BLEND RESTAURANT (LTD ASHRAFIEH)
BLEND RESTAURANT (LTD ASHRAFIEH)

მზარეული

თბილისიმზარეული, მცხობელი, დამხმარე
სრული განაკვეთი1-2 წელი
₾1 300 - ₾2 500 (პერიოდი იხილეთ განცხადებაში)

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

19 საათის წინ

აღწერა

BLEND RESTAURANT აცხადებს მზარეულის ვაკანსიას.

BLEND RESTAURANT საერთაშორისო რესტორანი ვაკეში, წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების მქონე რესტორანს ვაკეში, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი მენიუთი, ხარისხიანი მომსახურებითა და მეგობრული სამუშაო გარემოთი.
ჩვენი გუნდი მუდმივად იზრდება და ვითარდება, რაც საშუალებას გვაძლევს შევთავაზოთ თანამშრომლებს პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და სტაბილური სამუშაო პირობები. თუ გსურთ გახდეთ თანამედროვე და ინოვაციური გუნდის ნაწილი, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა!


მოვალეობები:
• კერძების მომზადება დამტკიცებული რეცეპტებისა და სტანდარტების შესაბამისად;
• საჭირო ინგრედიენტებისა და სამუშაო სივრცის წინასწარ მომზადება;
• კერძების ხარისხის, გემოსა და ვიზუალური სტანდარტის დაცვა;
• პროდუქტების სწორად შენახვისა და გამოყენების წესების დაცვა;
• სამზარეულოს სამუშაო სივრცისა და ინვენტარის სისუფთავის შენარჩუნება;
• საკვების უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;
• შეფ-მზარეულთან და სამზარეულოს გუნდის სხვა წევრებთან ეფექტური თანამშრომლობა;
• სამუშაო პროცესის განმავლობაში საჭირო ინგრედიენტებისა და პროდუქტების დროული მომზადება;
• სამზარეულოს ყოველდღიური სამუშაო პროცესების შეუფერხებლად წარმართვაში მონაწილეობა.

მოთხოვნები

• მზარეულის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
• პროდუქტების დამუშავებისა და სამზარეულოს ძირითადი ტექნიკების ცოდნა;
• დანის უსაფრთხოდ და სწორად გამოყენების უნარი;
• რეცეპტებისა და სამუშაო სტანდარტების შესაბამისად მუშაობის უნარი;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
• სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;
• გუნდში მუშაობის უნარი;
• სწრაფ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;
• ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

სასურველი თვისებები:
• სუფთა;
• შრომისმოყვარე;
• მოწესრიგებული;
• პუნქტუალური;
• პასუხისმგებლობის მქონე.

ბენეფიტები

სამუშაო პირობები:
• ჯანმრთელობის დაზღვევას;
• ტრანსპორტირებას;
• პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
• პროფესიონალურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;

მსგავსი ვაკანსიები