მთავარ კონტენტზე გადასვლა
ოჯახი
ოჯახი

ოჯახის დამხმარე (ძიძა)

თბილისიძიძა, მომვლელი, დამხმარე
სრული განაკვეთი1-2 წელი
₾1 500-დან (პერიოდი იხილეთ განცხადებაში)

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს.

15 საათის წინ

აღწერა

ოჯახი აცხადებს ვაკანსიას ოჯახის დამხმარის (ძიძის) პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: 09:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ანაზღაურება: 1500 ლარი
ლოკაცია: საბურთალო, ვაჟა ფშაველას მეტროსთან

ფუნქცია-მოვალეობები:

  •  ყოველდღიურად აღსაზრდელის მომზადება და ბაღში მიყვანა 9:00-დან 10:00 სთ-მდე;
  •  16:30 სთ-მდე სახლში 1 სადილის მომზადება რომ დაგვახვედროს;
  •  აღსაზრდელის სივრცის სისუფთავე, ნივთების დალაგება, ტანსაცმლის/ფეხსაცმლის მოწესრიგება;
  •  აღსაზრდელის თვითმოვლის უნარების გამომუშავება და მასზე ზრუნვა;
  •  აღსაზრდელის მიყვანა დამატებით წრეზე საჭიროების მიხედვით;
  •  სახლი არის 50 მ2 და გვყავს ძაღლი პუდელი (თმა არ ცვივა), დღის განმავლობაში სახლში იქნებით მარტო ან დედასთან ერთად;
  •  კვარტალში ერთხელ შეეძლოს 1 კვირით სხვა ქალაქში გამოყოლა.

ძირითადი მოთხოვნები:

  •  შეეძლოს ბავშვთან ეფექტური კომუნიკაცია, ზრუნავდეს მის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაზე;
  •  სასურველია საბავშვო ბაღში ან/და საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  •  სასურველია წინა სამსახურიდან რეკომენდაცია.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე - ლელა

მსგავსი ვაკანსიები