მთავარ კონტენტზე გადასვლა
Happy Pet
Happy Pet

ონლაინ გაყიდვების თანამშრომელი

თბილისიგაყიდვები, მარკეტინგი
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშე
₾1 300-დან / თვე

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

1 დღის წინ

აღწერა

კომპანია "ჰეფი ფეთი" (შპს "ვიტამინი") — ძაღლისა და კატის საკვებისა და აქსესუარების სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას  ონლაინ გაყიდვების თანამშრომელის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

  • სოციალურ ქსელებსა და სხვა ონლაინ არხებში შემოსულ შეტყობინებებსა და ზარებზე პასუხი;
  • მომხმარებლის საჭიროების გარკვევა, სრულყოფილი კონსულტაციის გაწევა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
  • შეკვეთების მიღება, გაფორმება და კომუნიკაციის წარმატებულ გაყიდვამდე მიყვანა;
  • გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული მუშაობა.

მოთხოვნები და საჭირო უნარები:

  • აუცილებელი მოთხოვნა: ზოომაღაზიაში ან ზოოპროდუქციის გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  •  შინაური ცხოველებისა და ზოოპროდუქციის მიმართულების კარგი ცოდნა;
  • გამართული წერითი და ზეპირი მეტყველება, გაყიდვებისა და კომუნიკაციის უნარი;
  • სოციალურ ქსელებთან და კომპიუტერთან თავისუფლად მუშაობა;
  • ორგანიზებულობა და მომხმარებელთან კეთილგანწყობილი, პროფესიონალური დამოკიდებულება.

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც უბრალოდ შეტყობინებებს არ უპასუხებს — მნიშვნელოვანია შეგეძლოთ მომხმარებლის საჭიროების სწორად გაგება და გაყიდვის წარმატებით დასრულება.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ბახტრიონის ქ. 11ბ
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00), შაბათი (10:00-14:00), კვირა — დასვენება.

ანაზღაურება:  ფიქსირებული ხელფასი - 1300 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან. ბონუსის საშუალო ოდენობა დაახლოებით 600-700 ლარია თვეში (საშუალო ჯამური ანაზღაურება: 1900-2000 ლარი). ბონუსი დამოკიდებულია შედეგზე და შესაძლებელია იყოს უფრო მაღალიც.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: [email protected].

ყურადღება: ელფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

ბენეფიტები

ბონუსები:
+ბონუსი

მსგავსი ვაკანსიები