სს „კავკასიან პეტ კომპანი“ ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.
ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში
წარმოების გაფართოებასთან დაკავშირებით ვაცხადებთ კანდიდატების ძიებას შემდეგ ვაკანსიაზე:
PET ბოთლის გასაბერის ოპერატორის - 2 ვაკანსია
მოთხოვნები:
1. საწარმოო დანადგარებისა და ხაზების მომსახურების გამოცდილება - არანაკლებ 2 წლისა;
2. ტექნიკასთან, მექანიზმებთან და ელექტრონულ დანადგარებთან მუშაობის უნარი - სავალდებულოა;
3. გასაბერი მანქანების მუშაობის პრინციპებისა და ტექნოლოგიური პროცესის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
4. ტექნოლოგიური პარამეტრების კონტროლის უნარი (ტემპერატურა, წნევა, ციკლის დრო);
5. კომპიუტერის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე და დოკუმენტაციის წარმოების წესების ცოდნა;
6. ქართული ენის ცოდნა, რუსული/უკრაინული და ინგლისური ენების საშუალო დონეზე ცოდნა;
7. პასუხისმგებლობა, დისციპლინირებულობა, შესრულების უნარი.
თანამდებობრივი მოვალეობები:
1. PET ბოთლების გამოშვება დამტკიცებული ტექნიკური პირობების შესაბამისად;
2. დანადგარის ტექნოლოგიური პარამეტრების კონტროლი;
3. პროდუქციის გამოშვების დოკუმენტაციის წარმოება, მუშაობა Оne Рack ‑ში;
4. საამქროს ტერიტორიისა და ტექნოლოგიური დანადგარების დასუფთავება;
5. ნებისმიერი დამხმარე სამუშაოს შესრულება საწარმოში მინდობილ უბნებზე;
6. მზა პროდუქციის ჩაყრა, შეფუთვა და გადაადგილება;
სამუშაო პირობები:
ქალაქი რუსთავი, სამუშაო გრაფიკი: - 08:00-20:00 (2 სამუშაო დღე - დღის ცვლა, მომდევნო 2 დღე დასვენება + ანაზღაურებადი ზეგანაკვეთური სამუშაო საჭიროებიდან გამომდინარე).
ანაზღაურება - 1750 ლარი ხელზე ან 10.46 ლარი საათში გამოსაცდელი პერიოდის - 3 თვის განმავლობაში. გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ 2000 ლარი ხელზე ან 11.96 ლარი საათში.
პრემირება - წლის მუშაობის შედეგებიდან გამომდინარე.
სოციალური პაკეტი მოიცავს: სამედიცინო დაზღვევა; სამსახურში მიყვანა-წამოყვანა ქ.რუსთავში; კორპორატიული მობილური ნომერი; კვება შესვენების დროს; FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, ფიტნეს-დარბაზები).