მთავარ კონტენტზე გადასვლა
ვაიმე თრეველი
ვაიმე თრეველი

პოლონურენოვანი გიდების სტაჟირება-დასაქმება

თბილისისტაჟირება
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშე

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

6 საათის წინ7 ნახვა

აღწერა

ტურისტული კომპანია ვაიმე თრეველი აცხადებს სტაჟირებას პოლონურენოვანი გიდებისთვის.

სტაჟირება ჩატარდება ოქტომბრის განმავლობაში. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, შეუერთდეთ ჩვენს ტურისტულ ჯგუფს და რეალურ სამუშაო გარემოში გაეცნოთ გიდის მუშაობის პროცესს. ზამთრის პერიოდში კი შესაძლებლობა გექნებათ გაიღრმაოთ თქვენი ცოდნა საქართველოს ისტორიისა და კულტურის მიმართულებით.
სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი, თქვენ დაგიფინანსდებათ კვება და თბილისის ფარგლებს გარეთ განთავსება. საჭიროების შემთხვევაში ავანაზღღაურებთ თბილისში განთავსებაც.
შერჩეულ კანდიდატებს 2027 წლის ტურისტული სეზონიდან შევთავაზებთ თანამშრომლობას ფრილანსერ გიდებად.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გასაუბრება ნაწილობრივ პოლონურ ენაზე ჩატარდება.

თუ ფლობთ პოლონურ ენას B2 ან C1 დონეზე და გსურთ გიდად მუშაობა, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მითითებულ ელფოსტაზე: [email protected].

გისურვებთ წარმატებებს.

მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ელ. ფოსტა: [email protected]
ტელ.: +995 555 62 88 87
+995 558 20 60 38 (WhatsApp)
+48 731 438 033 (თუ იმყოფებით პოლონეთში)
https://vaimetravel.com/

მოთხოვნები

ენები: პოლონური, ინგლისური

მსგავსი ვაკანსიები