მთავარ კონტენტზე გადასვლა
ფინჰაბ ჯორჯია
ფინჰაბ ჯორჯია

პორტფელის მენეჯერი

სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშეზუგდიდი
₾600-დან / თვე
5 საათის წინ6 ნახვა

აღწერა

„ფინჰაბ ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას პორტფელის მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც იმუშავებს დინამიკურ და მეგობრულ გარემოში, სადაც მნიშვნელობა ენიჭება შენს აზრს, პროფესიულ განვითარებას და კარიერულ წინსვლას.

ადგილმდებარეობა: ზუგდიდი, მ. კოსტავას # 74;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00;
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 600 ₾ + ყოველთვიური ბონუსი. (საშუალო ჯამური ანაზღაურება 2000 ლარიდან)

რას გთავაზობთ?
  • მეგობრული და პროფესიონალრბით დაკომპლექტებული გუნდი;
  • კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • კონკურენტული ანაზღაურება;
  • სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია.

რა იქნება შენი მთავარი ამოცანები?
  • კლიენტებთან კომუნიკაცია — დახმარება გადახდის სწორი გეგმის შერჩევაში;
  • გრაფიკში არსებული დებიტორების (მსესხებლების) გადახდების კონტროლი;
  • ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის ეფექტიანი მართვა;
  • მოლაპარაკებების წარმოება და შეთანხმების მიღწევა გადახდებზე;
  • პრობლემური კლიენტების ვიზიტები საჭიროებისამებრ;
  • რესტრუქტურიზაციის პროცესების ორგანიზება და კონტროლი;
  • ყოველდღიური ანგარიშგება ხელმძღვანელობისთვის;
  • თანამშრომლობა სამართლებრივ ორგანოებთან, აღმასრულებლებთან და სხვა პარტნიორებთან.

თუ ხარ
  • კომუნიკაბელური და პასუხისმგებლიანი;
  • მიზანდასახული;
  • ორიენტირებული შედეგზე და გუნდური მუშაობის მოყვარული.

მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვის არის!
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://finhub.selfrecruit.ge/s/Fx45C
აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ფინჰაბ ჯორჯია"-მ განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
https://www.finhub.ge/ka

მოთხოვნები

ენები: ქართული

განაცხადის გაგზავნა

გააგზავნე შენი CV პირდაპირ დამსაქმებელთან.

მსგავსი ვაკანსიები