მთავარ კონტენტზე გადასვლა
ჯორჯიან ქარდი
ჯორჯიან ქარდი

პოს-ტექნიკოსი

თბილისი
სრული განაკვეთიგამოცდილების გარეშე

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

1 საათის წინ32 ნახვა

აღწერა

გაქვს საკუთარი მოპედი ან სკუტერი? გამოიმუშავე თვეში 3500 ლარამდე!

საქართველოს ბანკის ჯგუფში შემავალი კომპანია „ჯორჯიან ქარდი“ თბილისში ეძებს კურიერ-ტექნიკოსს.

თუ გიყვარს მოძრავი სამუშაო, გაქვს საკუთარი მოპედი ან სკუტერი და გსურს სტაბილური შემოსავალი, ეს პოზიცია შენთვისაა.

რას გთავაზობთ?
  • შემოსავალს თვეში 3500 ლარამდე — ანაზღაურება დამოკიდებულია შესრულებული დავალებების რაოდენობაზე;
  • 3–4-დღიან ტრენინგს — ტექნიკური გამოცდილება აუცილებელი არ არის; სამუშაოს დაწყებამდე ადგილზე შეისწავლი ყველა საჭირო ტექნიკურ საკითხს.

რას გააკეთებ?
  • POS ტერმინალების სავაჭრო ობიექტებზე მიტანასა და განთავსებას;
  • ობიექტის წარმომადგენლებისთვის ტერმინალის ძირითადი ფუნქციების გაცნობას;
  • POS ტერმინალის აქსესუარების მიტანას;
  • მარტივი ტექნიკური სამუშაოების შესრულებას, როგორიცაა: POS ტერმინალის ელემენტის ამოცვლა, ქვითრის ქაღალდის შეცვლა და ა.შ.

ვის ვეძებთ?
  • გაქვს საკუთარი, ტექნიკურად გამართული მოპედი ან სკუტერი;
  • გაქვს შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • ხარ კომუნიკაბელური და პასუხისმგებლიანი.

სამუშაო ადგილი: თბილისი
შემოგვიერთდი და მიიღე სტაბილური შემოსავალი შენი მოპედის გამოყენებით!

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე რეზიუმე ან დაგვიკავშირდი: [email protected]
ტელ: +995 577 71 77 37

მოთხოვნები

ენები: ქართული

მსგავსი ვაკანსიები