კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: პრინტერის ოპერატორი
პოსტერები, სტიკერების.. სხვადასხვა მასალაზე ბეჭდვა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი / ნახევარი განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
ვეძებთ გამოცდილ პრინტერის ოპერატორს, რომელიც იმუშავებს სხვადასხვა ზედაპირზე ბეჭდვისთვის განკუთვნილ ფართოფორმატიან (Roland Ug) პრინტერებზე.
კანდიდატს უნდა ჰქონდეს გამოცდილება ფერების მართვასა და ბეჭდვის ხარისხის კონტროლში.
მოვალეობები:
• ფართოფორმატიანი პრინტერების მართვა ბეჭდვისთვის;
• ბეჭდვამდე ფაილების მომზადება და ფერების სიზუსტის კონტროლი;
• მასალების ჩატვირთვა და ბეჭდვის პროცესის მონიტორინგი;
• პრინტერის ტექნიკური მოვლა და მცირე გაუმართაობების აღმოფხვრა;
• დაბეჭდილი პროდუქციის დამუშავება (დაჭრა, გაჭიმვა ჩარჩოზე და სხვა);
• სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
• ვადებისა და ხარისხის სტანდარტების დაცვა.
მოთხოვნები:
• გამოცდილება გრაფიკულ დიზაინში;
• RIP პროგრამებთან და ფერის პროფილებთან მუშაობის ცოდნა (ადგილზე შევასწავლით);
• დეტალებზე ორიენტირებულობა;
• დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
• ტექნიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი.
სასურველია:
• Epson / HP / Roland / mimaki პრინტერებთან მუშაობის გამოცდილება;
• გრაფიკულ დიზაინში, AI ის ცოდნა საბაზისო დონეზე
• პროგრამები: Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Corel.
დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ მეილზე ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.