
მისტერ მასტერი
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
თბილისისაოფისე საქმე, ადმინისტრირება
სტაჟირებაგამოცდილების გარეშე
₾1 100 - ₾1 200 (პერიოდი იხილეთ განცხადებაში)
დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს.
1 დღის წინ1 ნახვა
აღწერა
კომპანია "მისტერ მასტერი" 17 წელზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზე სტაბილურად ოპერირებს და სთავაზობს მომხმარებლებს მრავალფეროვან საყოფაცხოვრებო და კომუნალურ სერვისებს - 24/7, ყოველდღე.
ჩვენი საქმიანობის შესახებ, მეტი ინფორმაციისთვის ეწვიე: http://mrmaster.ge; https://www.facebook.com/mrmaster.ge/
"მისტერ მასტერი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის მიმღები ოპერატორის პოზიციაზე!
გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე
ანაზღაურება: 1125₾ + პრემია (150-200₾)
სტაჟირების პერიოდი: ანაზღაურებადი
ლოკაცია: თბილისი, საბურთალო, უნივერსიტეტის ქუჩა
რას გთავაზობთ ჩვენ?
** ტრანსპორტის ხარჯის დაფინანსება — მუნიციპალური ტრანსპორტის საშვი
** კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევა
** ფასდაკლება ჩვენი სერვისების გამოყენებისას - სტანდარტული საკომპენსაციო პაკეტი კომპანიის პოლიტიკის ფარგლებში
** მეგობრული, კომფორტული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო
შენზე ვფიქრობთ, თუ:
** სასაუბრო დონეზე ფლობ ინგლისურ ან რუსულ ენებს
** გაქვს მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება მომსახურების სფეროში
** საბაზისო დონეზე იყენებ საოფისე პროგრამებს
შენი მთავარი ამოცანები იქნება:
** ზარებზე სწრაფი და თავაზიანი პასუხი
** მომხმარებლის საჭიროების სწორად მიხვედრა და შესაბამისი დახმარება
** პროდუქტებისა და სერვისების კარგი ცოდნა
** ზარების რეგისტრაცია, ალტერნატიული შეთავაზებები საჭიროების მიხედვით
** აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების გაცნობა მომხმარებლისთვის
** პრობლემური შეკვეთების შემთხვევაში დროული კომუნიკაცია უშუალო ხელმძღვანელთან
როგორ დაგვიკავშირდე?
გამოაგზავნე შენი CV/რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] და Subject-ში მიუთითე: "ქოლ-ცენტრის მიმღები ოპერატორი".
შპს "404"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "404"-ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.
"მისტერ მასტერი" მადლობას გიხდის დაინტერესებისთვის და გისურვებს წარმატებას!
მსგავსი ვაკანსიები


₾130-მდე

₾1 300-მდე
გ
მცხობელიგაგა · თბილისი₾80 - ₾100
