"კომპლექსი კრუიზი" მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა მაღალი სტანდარტის სერვისითა და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურებით.
"კომპლექსი კრუიზი" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე.
ლოკაცია: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 81
ანაზღაურება: 4000 ლარი + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: 40-საათიანი სამუშაო კვირა
ძირითადი მოვალეობები:
- რესტორნის ყოველდღიური ოპერაციული პროცესების ეფექტური მართვა;
- მომსახურების ხარისხის კონტროლი და სტუმრებისთვის მაღალი დონის გამოცდილების უზრუნველყოფა;
- პერსონალის მართვა, გადამზადება და მოტივაცია;
- სამუშაო გრაფიკების დაგეგმვა და ოპერაციული პროცესების კოორდინაცია;
- მარაგების კონტროლი და მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
- გაყიდვებისა და ფინანსური მაჩვენებლების მონიტორინგი;
- სანიტარული, უსაფრთხოების და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
- სტუმრებთან კომუნიკაცია და მათი უკუკავშირის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- რესტორნის სფეროში მუშაობის მინიმუმ 4-წლიანი გამოცდილება;
- ლიდერული და ძლიერი ორგანიზაციული უნარები;
- სტუმართმოყვარეობის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
- კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სამუშაო სისტემას.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე:
[email protected] და საგნის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკა:
"კომპლექსი კრუიზი" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის და გადაწყვეტილებას იღებს პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების საფუძველზე, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "კომპლექსი კრუიზი"-ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ასევე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.