მთავარ კონტენტზე გადასვლა
ლუდსახარში აფენი
ლუდსახარში აფენი

რესტორნის მენეჯერი

ლაგოდეხიმენეჯმენტი
სრული განაკვეთი1-2 წელისასწრაფო
₾3 000-დან (პერიოდი იხილეთ განცხადებაში)

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

4 საათის წინ9 ნახვა

აღწერა

ლუდსახარში აფენი ეძებს ბარ-რესტორნის მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს ლუდსახარშთან არსებულ ბარ-რესტორანს და ჩაერთვება მისი შემდგომი განვითარების პროცესში.
ბარ-რესტორანში იგეგმება ინტერიერის, მენიუსა და მომსახურების პროცესების განახლება. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელსაც ექნება როგორც ყოველდღიური ოპერაციების ეფექტურად მართვის უნარი, ასევე განვითარების ხედვა და გუნდის ორგანიზების გამოცდილება.

სამუშაო ადგილი: სოფ. ჭაბუკიანი, ლაგოდეხის რ.-ნი.


მოვალეობები:
• ბარ-რესტორნის რეორგანიზაციისა და განვითარების გეგმაში მონაწილეობა;
• ყოველდღიური ოპერაციების მართვა;
• სტუმრების მომსახურების ხარისხის კონტროლი და გაუმჯობესება;
• პერსონალის მართვა, სამუშაო პროცესების დაგეგმვა და ორგანიზება;
• რესტორნის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
• სამუშაო პროცესების გაუმჯობესებასა და განვითარებაზე მუშაობა;
• საკვებისა და სასმლის მიმართულების ოპერაციული მართვა;
• სისუფთავის, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების კონტროლი;
• შეფ-მზარეულთან მენიუს შეთანხმება და მენიუს განახლების პროცესში მონაწილეობა;
• საკვებისა და სასმლის მარაგების კონტროლი;
• შრომის უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების დაცვის მონიტორინგი;
• საჭირო დოკუმენტაციის წარმოება და ანგარიშგება.

მოთხოვნები

• სტუმარ-მასპინძლობის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
• გუნდის მართვისა და მოტივაციის უნარი;
• ძლიერი ორგანიზაციული და მენეჯერული უნარები;
• მომსახურების ხარისხის მაღალი სტანდარტების ცოდნა;
• შრომის უსაფრთხოების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების ცოდნა;
• დოკუმენტაციის წარმოების უნარი.

სასურველი თვისებები:
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტის უნარი.

ბენეფიტები

სამუშაო პირობები:
• სამუშაო გრაფიკი: 5-დღიანი სამუშაო კვირა;
• ანაზღაურება: 3000 ლარი + ბონუსი.

მსგავსი ვაკანსიები