მთავარ კონტენტზე გადასვლა
თამუნა

რესტორნის მენეჯერი

თბილისისხვა
სრული განაკვეთი1-2 წელი
₾3 000 - ₾3 500 / თვე

დაუკავშირდით უშუალოდ დამსაქმებელს. ელფოსტის ღილაკი გახსნის თქვენს საფოსტო პროგრამას; წერილი თქვენ უნდა გაგზავნოთ.

11 საათის წინ39 ნახვა

აღწერა

შპს "წარაფი2023" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქვემო ფონიჭალა , რუსთავის გზატკეცილი 251 
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება - 3500 ლარი საწყისად 

ძირითადი მოვალეობები:

** რესტორნის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** ყოველწლიური ბიუჯეტის დაგეგმვა; 
** საკვებისა და სასმლის დეპარტამენტის ოპერაციებისა და ბიუჯეტის შესაბამისი სტანდარტებით მართვა;
** მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების შესახებ ტრენინგების ჩატარება 
** მარკეტინგულ ღონისძიებებში ჩართულობა;
** ტრენინგი და მათი დროული უზრუნველყოფა სიახლეებით;
** რესტორანსა და ბარში სისუფთავის კონტროლი;
** სამოქმედო მიზნების ჩამოყალიბება, მიღწევის გზების დასახვა, შესრულების კონტროლი გეგმის მიხედვით;
** შეფ მზარეულთან მენიუს შეთანხმება;
** სასმლისა და საკვების რაოდენობის კონტროლი;
** მომარაგების თანამშრომელთან ურთიერთობა და კონტროლი;
** გუნდის მუშაობაზე პასუხისმგებლობის აღება;
** სამუშაო პროცესების ეფექტური მართვა;
** მიმდინარე პროცესების სტრატეგიული დაგეგმარება, კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა, ორგანიზება და კონტროლი;
** არსებული მატერიალური რესურსების /მარაგების კონტროლი და ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა;
** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა და საქმიანობის ხარისხის მონიტორინგი;
** სხვადასხვა ღონისძიებების სრული სპექტრის ორგანიზების მართვა;
** სტუმრისგან მიღებული კომენტარის გათვალისწინება და მოცემული ინფორმაციის გადაცემა შეფ მზარეულისთვის და კომპლექსის მენეჯერისთვის, უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება;
** შრომის დაცვის წესების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმატივების დაცვის მონიტორინგი;
** კომპანიის მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან მოლაპარაკების წარმოება და გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სარესტორნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ჰასპის სტანდარტების უზრუნველყოფა და დაცვა 
** გუნდის მართვის უნარი;
** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** შრომის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
** დოკუმენტაციის წარმოების უნარი;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "რესტორნის მენეჯერი".

მსგავსი ვაკანსიები